კელი დეგნანი

25 Mar. 2023, 12:27

გადაწყვეტილების მიღება ხდება ქართველი ხალხის მიერ და ეს ჩვენ ძალიან კარგად დავინახეთ ორი კვირის წინ, როდესაც საქართველოს 100 ათასზე მეტი მოქალაქე გამოვიდა და დააფიქსირა თავისი მკაფიო არჩევანი, არჩევანი ევროპისკენ. ჩვენ კარგად დავინახეთ, რა ძალა აქვს ხალხის გადაწყვეტილებას. [...]

რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, სტატუსის მიღება დამოკიდებულია იმ რეკომენდაციების შესრულებაზე, რაც მკაფიოდაა გაწერილი ევროკავშირის მიერ, როგორც გზამკვლევი. ამ პროცესში ჩართული უნდა იყოს ყველა მხარე, სამოქალაქო საზოგადოებას უნდა ჰქონდეს მონაწილეობის საშუალება, პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური, გარკვეული პროგრესი მიღწეულია, თუმცა მეტია საჭირო.

ეს არ არის ერთი ადამიანის პროექტი, ეს არის მთელი საქართველოს პროექტი. უმჯობესია, ერთმანეთთან დაპირისპირების ნაცვლად, გაკეთდეს საქმე, შესრულდეს ეს რეკომენდაციები და რაც მთავარია, არა ზედაპირულად, არამედ შინაარსობრივად. ჩვენ ვნახეთ, რომ ქართველი ხალხი ერთგულია ევროპული არჩევანის და იმედია, ხელისუფლება მოუსმენს ხალხს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…