შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში ანანია გაჩეჩილაძეც ამხელს, ფორმულა ჩანაწერს ავრცელებს
ფოტო: კადრი ვიდეოდან
რატომ არის მნიშვნელოვანი: შალვა რამიშვილი 2016 წელს თათია სამხარაძემ სექსუალურ შევიწროებაში ამხილა და დავაც მოუგო.
- 2018 წლის 3 იანვარს მას სექსუალური შევიწროების საქმეზე საქალაქო სასამართლომ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, რაც სააპელაციომ ძალაში დატოვა.
- 2023 წლის 20 მარტს თათია სამხარაძე POSTV-ის დაწყებულ მორიგ პროპაგანდისტულ კამპანიას გამოეხმაურა და ფეისბუქზე დაწერა, რომ რამიშვილი სამსახურის შეთავაზებით იტყუებდა ახალგაზრდა გოგოებს ტელევიზიაში, კეტავდა კაბინეტის კარებს და საკუთარი ბინძური ფანტაზიების დაკმაყოფილებას ცდილობდა.
- ჟურნალისტმა მაკო ჯაბუამ განაცხადა, რომ ერთ-ერთი, ვისაც მსგავსი რამ გადახდა, თვითონ იყო და რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა.
- ჯაბუას პოსტის შემდეგ 6-მა ქალმა ფეისბუქზე დაწერა, რომ რამიშვილთან კომუნიკაციის არასასიამოვნო გამოცდილება ჰქონდათ, გასაუბრებაზე იღებდნენ სექსუალური შინაარსის კითხვებს და განიცდიდნენ დისკომფორტს.
- თავად რამიშვილმა ეს ბრალდებები უარყო.
რას ჰყვება ანანია გაჩეჩილაძე: ფეისბუქპოსტში მან გაიხსენა, რომ რამდენიმე წლის წინ რამიშვილს შეხვდა, როცა მის საქმიანობაზე სიუჟეტის გაკეთებას აპირებდნენ.
- მისი თქმით, ამ დროს სამხარაძესთან სასამართლო წაგებული იყო, ამიტომ გული ცუდს უგრძნობდა და კაბინეტში შესვლამდე ხმის ჩამწერი ჩართო.
- "დაახლოებით 2 საათის თავზე კაბინეტის კარი დაიხურა და უსიამოვნო შეკითხვების კორიანტელი დადგა, ისეთების როგორიცაა "როგორი ორგაზმი გაქვს" და რაღაც მსგავსები, ეს კონკრეტული დამამახსოვრდა", — წერდა გაჩეჩილაძე.
- დღეს ტელეკომპანია ფორმულამ გაავრცელა ჩანაწერი, რომელიც მათი ინფორმაციით, ამ შეხვედრაზეა ჩაწერილი.
- ჩანაწერის ავთენტურობას გაჩეჩილაძე ადასტურებს, რამიშვილი კი ტელეკომპანიის კითხვებს ჩანაწერზე ასე პასუხობს: "რაღაც არ მახსენდება, მაგრამ. ხომ გაქვთ ჩანაწერი? გაუშვით მერე, მე რას მირეკავთ".
რა ისმის ჩანაწერში: შაბათის ფორმულას წამყვანები ამბობენ, რომ ჩანაწერი შეიცავს მძიმედ მოსასმენ და უხერხულ ეპიზოდებს, ამიტომ ამ ნაწილს შეგნებულად არ ასაჯაროებენ.
- ტელეკომპანიის ეთერში გასულ ნაწილში კი ისმის სექსუალური შინაარსის კითხვები.
- "რა იცი იქნებ კარგია, ვიღაცების ხელში სათამაშო იყო... ტ*ნაურის დროს რომ გცემენ გევასება?" — ისმის ჩანაწერში რამიშვილის ხმა.
- გაჩეჩილაძე ამბობს, რომ ასეთი კაცები არ არიან, რამიშვილი ამტკიცებს, თითქოს თვითონაა ასეთი, ქალი კი პასუხობს, რომ მასთან სექსი არ უნდა.
- ამის მიუხედავად, რამიშვილი ამ თემაზე საუბარს აგრძელებს: "გასაგებია, რომ არ გინდა. ჯერ ეს ერთი, როგორ არ გინდა, მაგრამ არ გინდა. ანუ გინდა, მაგრამ არ გინდა..."
- "არ გიყვარს როცა მამაშვილურად გეფერებიან?", — ისმის კიდევ ერთ ნაწყვეტში რამიშვილის ხმა, წამყვანები ამბობენ, რომ ამ დროს ის გაჩეჩილაძეს უახლოვდება და ფიზიკურ შეხებას ცდილობს.
- გავრცელებული ნაწილიდან ისმის რამიშვილის კიდევ რამდენიმე ფრაზა: "*ლეობაა ეგ, არ არსებობს შვილო ლაპარაკი ქალს და კაცს შორის, არ არსებობს. ამ ბიზნესში ხარ, ხომ იცი, რომ ეგ *ლე ბაზარია"; "ნებისმიერი პირველი ღიმილი ნიშნავს კის, მომ**ანი".
- ჩანაწერში არის კიდევ ერთი ნაწილი, რაც ანანიას პოსტშიც ჰქონდა ნახსენები — რამიშვილი მას ეუბნება, რომ "კაცის აურა აქვს".
რა მოხდა გუშინ: ფორმულას წამყვანები ფიქრობენ, რომ მასალაზე მზადებას სუს-მა და საგამოძიებო უწყებებმაც გაიგეს და რამიშვილის ტელევიზიამ ამბის პროვოკაციით გადაფარვა სცადა.
- გუშინ პოსტივიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრს, დავით კეზარაშვილის ცოლის ძმას, დიმიტრი ჩიქოვანს თათია სამხარაძე ჰყავდა გატაცებული.
- პროპაგანდისტული მედია სამხარაძის დისკრედიტაციას ცდილობს და უნდა ისე წარმოაჩინოს, თითქოს სექსუალურ შევიწროებაზე ქალების მხილებას ის გეგმავს და კეზერაშვილი აფინანსებს — მათივე მტკიცებით, კონფლიქტი თანხის ოდენობის განხილვას მოჰყვა.
- პოსტივის გადამღები ჯგუფი სახლთან დაადგა ჩიქოვანს, შემდეგ კი "წყაროს ინფორმაციაზე" აპელირებით სამართალდამცავებს სამხარაძის სავარაუდო გატაცებაზე შეატყობინეს.
- ღამით ჩიქოვანის საცხოვრებელ სახლში პოლიცია მივიდა — On.ge-ს შსს-ში უთხრეს, რომ გამოძიება 126-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც ძალადობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
- გარდა ამისა, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც პოსტივის ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლაზე, გამოძიება დაიწყო.
- სოციალურ ქსელში გავრცელდა ნათია ბერიძის ფოტოც, რომელსაც ხელი თაბაშირში აქვს, თუმცა კადრებში არ ჩანს როგორ და რა ვითარებაში დაიზიანა მან მკლავი — მაგრამ ჩანს, რომ ჩიქოვანი თმაზე ქაჩავს.
ინფორმაცია უარყო როგორც დიმიტრი ჩიქოვანმა, ასევე თათია სამხარაძემ.
- ენმ-ის წევრი ამბობს, რომ ჟურნალისტის ცრუ დასმენის საფუძველზე პროვოკაცია მოუწყვეს.
- ასევე, აცხადებს, რომ არანაირ დაპირისპირებას, გატაცებას და დანაშაულს ადგილი არ ჰქონია.
- ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ქართულმა ოცნებამ ჩიქოვანის წინააღმდეგ აბსოლუტურად კომიკური, ყოველგვარ ადამიანურ ზღვარს გადასული, იაფფასიანი და კანონგარეშე პროვოკაცია მოაწყო.
სამხარაძის თქმით, იმის მაგივრად რომ საგამოძიებო უწყებები სერიოზულად ინტერესდებოდნენ სერიული დანაშაულებით, რომელსაც წლებია ჩადის შალვა რამიშვილი ქალების წინააღმდეგ, პოსტივისთან ერთად ჰიბრიდულ სპეცოპერაციებს დგამენ და ცრუ დასმენით, სახლში უვარდებიან ოპოზიციური პარტიის წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს.
- ამ ყველაფრის ფონზე სამხარაძე შიშობს, რომ მისი უსაფრთხოება, როგორც ქალთა უფლებადამცველი აქტივისტისა, საფრთხეშია.
- ამბობს, რომ ადვოკატებთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვეტს, თუ როგორ უპასუხებს ცილისწამებას და პროვოკაციას.
- "აი ასე, პროვოკაციულად უდანაშაულო ადამიანს აბრალებენ სისხლის სამართლის უმძიმეს დანაშაულს. მივმართავ ქართული ოცნებას, თქვენ სახეს დღეს წარმოადგენს შანტაჟისტი სექსუალური მანიაკი", — წერს ის.
- "ხოლო თქვენი უსაფრთხოების სამსახურები უნისონში მოქმედებენ პოსტივის ჟურნალისტებთან ერთად, რათა შეაშინონ და გააჩუმონ მსხვერპლი ქალები", — აღნიშნავს სამხარაძე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები