TDI ტარიელ ნაკაიძეზე თავდასხმებს გმობს
ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge
TDI დეპუტატ ტარიელ ნაკაიძე თავდასხმას ეხმაურება.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 22 მარტს, პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში ანტიდასავლური, პრორუსული და ქართული ოცნებისგან ფორმალურად გამიჯნული ხალხის ძალის დეპუტატმა, ვიქტორ ჯაფარიძემ ოპოზიციონერ ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონი ჩაარტყა.
- On.ge-სთან საუბარში ნაკაიძემ თქვა, რომ პრორუსი დეპუტატები მას აგენტს უწოდებდნენ, საპასუხოდ კი ის განმარტებას ითხოვდა და ეუბნებოდა, თავად იყვნენ რუსული კანონის მიმღები მოღალატეები.
- "არგუმენტების არქონამ პოლიტიკაში ამ ძალადობამდე მიიყვანა. გაუნათლებელია, ხსნი მიკროფონს და გირტყამს. არ აქვს არგუმენტი, რომ გესაუბროს", — ამბობს ნაკაიძე ჯაფარიძეზე.
- ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციონერი დეპუტატი ტარიელ ნაკაიძე "მძიმე წარსულში" დაადანაშაულა.
- ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულ, ანტიდასავლური მოძრაობის ერთ-ერთ წევრს, არჩილ ბერაიას ჰგონია, რომ ნაკაიძისთვის მიკროფონის ჩარტყმა ძალადობა არ არის.
დეტალები: ორგანიზაციის შეფასებით, ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ ნაკაიძეზე შეტევა მიზანმიმართული და ორკესტრირებულია და ის სიძულვილსა და ძალადობას აქეზებს.
- "იგი მიმართულია არამხოლოდ ბატონი ტარიელის, არამედ ყველა იმ დისკრიმინირებული ადამიანის წინააღმდეგ, რომელთა უფლებებს ის წლებია პრინციპულად იცავს".
- TDI-ში აღნიშნავენ, რომ ნაკაიძე წლებია, რელიგიის თავისუფლების, თანასწორობის, რელიგიური და ეთნიკური უფლებების დასაცავად იბრძვის და გაბედულად საუბრობს, არა მხოლოდ მუსლიმი თემის, არამედ ყველა ჩაგრული ჯგუფის უფლებებზე.
- "დღესაც ტარიელ ნაკაიძე, დეპუტატის რანგში, ხშირად საუბრობს ქვეყანაში სხვადასხვა დისკრიმინირებული ჯგუფის სახელით, დგას რელიგიისა და რწმენის თავისუფლების, ზოგადად, ადამიანის უფლებების დაცვის სადარაჯოზე".
გარდა ამისა, მიუთითებენ, რომ საქართველოში მუსლიმები წლების განმავლობაში სისტემური დისკრიმინაციის წინაშე დგანან და დევნას განიცდიან — მათ ხშირად ეზღუდებათ რელიგიისა და რწმენის თავისუფლება.
- ნათქვამია, რომ სახელმწიფო მათ საჭიროებებს არა უფლებების დაცვის, არამედ მოჩვენებითი უსაფრთხოების კონტექსტში განიხილავს.
- "სახელმწიფოს ამგვარი პოლიტიკა იწვევს საზოგადოებრივი ჯგუფების გარიყვას, უნდობლობას, აღრმავებს დისკრიმინაციას და აზიანებს ტოლერანტული გარემოს".
- "ხელისუფლების მიერ უფლებადამცველების, განსხვავებული რელიგიისა თუ უმცირესობის ჯგუფის წარმომადგენლების დისკრედიტაცია და "აგენტებთან" გაიგივება, აღვივებს შუღლს, აქეზებს ძალადობას და მიზანმიმართულად აშორებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციისგან", — აღნიშნავენ TDI-ში.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები