ინოვაციური სამუშაო იარაღები თანამედროვე ფერმერებისთვის
ფოტო: აგროსფერო
მძლავრი, მსუბუქი, მარტივად სამართავი, ერგონომიული — ეს ის მთავარი მახასიათებლებია, რომლებიც ინოვაციურ სასოფლო-სამეურნეო იარაღებს გამოარჩევს. ასეთი ინსტრუმენტები ფერმერის შრომას საგრძნობლად ამარტივებს, რაც მას დიდ ენერგიასა და დროს უზოგავს.
თანამედროვე სამუშაო იარაღების რა არჩევანი აქვს დღეს ფერმერს? რა ინოვაციური მახასიათებლებით გამოირჩევა ისინი და რომლებია მათი წამყვანი მწარმოებლები? — აგროსფერო ამჯერად ინოვაციურ ინსტრუმენტებს გაგვაცნობს.
Felco-ს ინოვაციური სამუშაო იარაღები ნებისმიერი სიმძიმის სამუშაოსთვის
შვეიცარიული კომპანია Felco პროფესიონალურ სასოფლო-სამეურნეო იარაღებს 78 წელია ქმნის. მისი პროდუქცია მოიცავს სასხლავ მაკრატლებს, სამყნობ დანებს, ხერხებსა და სხვა ინსტრუმენტებს. კომპანია, ასევე, აწარმოებს მათთვის საჭირო აქსესუარებს, როგორებიცაა სალესები, ქამარზე სამაგრი ქარქაშები, საპოხი მასალები და სხვა. აღსანიშნავია, რომ Felco-ს სამუშაო იარაღებისთვის ხელმისაწვდომია სათადარიგო ნაწილებიც, რათა რომელიმე ნაწილის დაზიანების შემთხვევაში, ინსტრუმენტის შეცვლის ნაცვლად, გამოიცვალოს კონკრეტული ცვეთადი დეტალი.
Felco-ს პროდუქციის ყველაზე დიდი უპირატესობა მისი გამძლეობაა. კომპანია მის დასამზადებლად უმაღლესი ხარისხის სხვადასხვა მეტალს იყენებს და მეტი სიმტკიცისთვის უნიკალური ტექნოლოგიით ამუშავებს. შედეგად, ინსტრუმენტები დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს პირვანდელს სახეს და წლობით ემსახურება მომხმარებლებს. მაღალი ხარისხის პირების დამსახურებითვე, Felco-ს სამუშაო იარაღები მარტივად უმკლავდება სხვადასხვა სისქის ტოტებს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ისინი ზუსტ და სუფთა ჭრას უზრუნველყოფს.
Felco დიდ ყურადღებას აქცევს ინსტრუმენტების დიზაინსაც, რათა მათი გამოყენება იყოს მოსახერხებელი და მარტივი. მჭრელი პირების გარდა, სწორედ იარაღების ერგონომიულობის დამსახურებაა, რომ ფერმერს ხელი და მკლავი ხანგრძლივი მუშაობის განმავლობაში არ ეღლება და დაცულია დაზიანებისგან.
Pellenc-ის მარტივად მანევრირებადი ელექტრო სამუშაო იარაღები
სასოფლო-სამეურნეო იარაღების კიდევ ერთი გამორჩეული მწარმოებელია ფრანგული კომპანია Pellenc. შესაძლოა, უკვე იცნობთ მის ვენახის კომბაინს, რომელიც მოსავლის სწრაფად აღებასა და ყურძნის ხარისხის შენარჩუნებას უზრუნველყოფს და არაერთი ქართველი ფერმერის საიმედო პარტნიორია. თუმცა ფერმერებში არანაკლებ პოპულარულია Pellenc-ის პროფესიონალური ელექტრო სამუშაო იარაღები, რომლებიც ვენახისა და ბაღების მოვლისთვის არის განკუთვნილი. ინსტრუმენტების ინოვაციურობას მათი სიმძლავრე, სიმსუბუქე და კომპაქტურობა განსაზღვრავს, რის გამოც ისინი ნებისმიერი სიმძიმის სამუშაოსთვის გამოიყენება და უზრუნველყოფს სუფთა და ზუსტ ჭრას ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.
Pellenc-ის იარაღებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს ვენახის ელექტრო მაკრატელი Vinion, რომელიც განსაკუთრებული სიმსუბუქით, კომპაქტურობითა და ერგონომიულობით გამოირჩევა. აღსანიშნავია მისი ელემენტის სიმძლავრეც, რომელიც სრულ სამუშაო დღეს ჰყოფნის. არანაკლები პოპულარობით სარგებლობს Pellenc-ის ვაზის საკავებელი Fixion, რომელიც ხვიების გაკეთების პროცესს ბევრად აჩქარებს. Pellenc-ის სამუშაო იარაღებში, ასევე, გამოირჩევა მოქნილი და მარტივად მანევრირებადი ელექტრო ჯაჭვური ხერხი Selion და ხეხილის სასხლავი მაკრატელი Prunion. ხერხი და ელექტრო მაკრატელი ერთდროულად ერთ ელემენტზე ერთდება მეტი კომფორტისთვის.
Freund-ის ბაღის ინსტრუმენტები პროფესიონალთა და მოყვარულთათვის
Freund გერმანული ბრენდია, რომელიც ბაღის ინსტრუმენტების სრულ სპექტრს ქმნის. პროდუქცია მოიცავს სასხლავ მაკრატლებს, ნიჩბებს, ცელებს, ნამგლებს, ცულებს, ფოცხებს, კულტივატორებს, ერთი სიტყვით, ყველაფერს, რაც შეიძლება მებაღეს დასჭირდეს.
Freund-ის იარაღები უმაღლესი ხარისხის მასალებისგან მზადდება და ძლიერი კონსტრუქციით გამოირჩევა. მისი ინსტრუმენტები ერთნაირი პოპულარობით სარგებლობს როგორც პროფესიონალ, ისე მოყვარულ მებაღეებს შორის, რადგან მოსახერხებელი დიზაინის წყალობით, მათი გამოყენება ყველასთვის ერთნაირად მარტივია.
Felco-ის, Pellenc-ისა და Freund-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის სადისტრიბუციო კომპანია აგროსფეროა. სწორედ აგროსფეროშია ხელმისაწვდომი წამყვანი ბრენდების გამძლე, მძლავრი და კომფორტული ინოვაციური სამუშაო იარაღების ყველაზე დიდი არჩევანი.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები