Porsche Driver Experience — პორშეს ახალი კონცეფციის დებიუტი კაიენში
ფოტო: თეგეტა მოტორსი
პორშემ ახალი კაიენის ინტერიერის სრულიად ახალი, ინოვაციური არქიტექტურა წარმოადგინა. Porsche Driver Experience კონცეფცია მძღოლსა და მგზავრს ინტერაქციის განსხვავებულ შესაძლებლობებს სთავაზობს. ახალ კაიენს არაერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი გამოარჩევს, მათ შორის:
- ეკრანისა და მომსახურების ახალი კონცეფცია;
- სრულიად ახლებურად ფორმირებული კოკპიტი;
- საზომ ხელსაწყოთა ციფრული ბლოკის ახალი დიზაინი;
- გვერდით მჯდომი მგზავრის ეკრანი, ვიდეოსტრიმინგის ფუნქციით;
- დაკავშირების ოპტიმიზებული ფუნქციები.
ახალი კაიენის მსოფლიო პრემიერა 18 აპრილს შანხაის ავტოშოუზე შედგება. იმავე დღეს პორშე ახალ, ინოვაციურ კონცეფციას წარმოადგენს, სახელწოდებით Porsche Driver Experience, რომელიც სრულიად ციფრულ დისპლეის, მრავალმხრივ ინდივიდუალიზაციასა და ინტუიციურ მომსახურებასა მოიცავს. ყურადღების ცენტრში, რა თქმა უნდა, "მძღოლის სამუშაო მაგიდაა" — მთავარი ელემენტები საჭის გარშემოა დაჯგუფებული და მძღოლი მართვის ახლებურ, კიდევ უფრო ინტენსიურ გამოცდილებას იღებს.
ფოტო: თეგეტა მოტორსი
ახალი კაიენის კოკპიტზე გამოყენებულია სპორტული ელექტრომობილის, პორშე ტაიკანის ელემენტები. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აღნიშნული დეტალები პორშეს შიგაწვისძრავიან მოდელში გამოიყენეს. ახალი კოკპიტი მოიცავს საზომ ხელსაწყოთა ციფრულ ბლოკს, რომელსაც ჩვენების ცვალებადი შესაძლებლობები აქვს, ასევე ახლებურად შემუშავებულ ცენტრალურ კონსოლსა და ახალი თაობის საჭეს. ავტომატიკის ბერკეტი ახლა საჭის მარჯვენა მხარესაა განთავსებული. ამ ცვლილებამ ცენტრალურ კონსოლზე მეტი სივრცე გააჩინა კლიმატკონტროლის რეგულირების დაფისთვის, რომელიც შავი პანელის სახითაა წარმოდგენილი.
კაიენის ახალი კოკპიტი მძღოლზე ორიენტირებული და ინტერაქციულია. მძღოლსა და მგზავრს ახალ პორშე კაიენში სრულებით ახალი გარემო ელოდებათ.
კიდევ ერთი სიახლე მგზავრისთვის განკუთვნილი სპეციალური ეკრანია, რომლის მეშვეობითაც ავტომობილთან და მძღოლთან თანამგზავრებს ახლებური ინტერაქცია ელოდებათ. 10,9-დუიმიან ეკრანს, რომელიც მძღოლის გვერდით მჯდომი მგზავრისთვისაა განკუთვნილი, მძღოლისთვის საქმის შემსუბუქება შეუძლია — მართავს ნავიგაციას, მუსიკას და ა.შ. აღნიშნული ეკრანი უსაფრთხოების მიზნით მიუწვდომელია მძღოლის სავარძლიდან. თანამგზავრს შეუძლია, საკუთარ ეკრანზე მხოლოდ თავისთვის ჩართოს სხვადასხვა ვიდეო, ფილმი და ა.შ.
საზომ ხელსაწყოთა ბლოკი ახლა უკვე სრულიად ციფრულია და წარმოდგენილია 12,6-დუიმიანი ეკრანის სახით, რომელსაც თანამედროვე დიზაინი აქვს და ფილიგრანულად გამოიყურება. ამ ეკრანზე მძღოლს, კომპლექტაციების მიხედვით, 7-ამდე სხვადასხვა დიზაინის დაყენება შეუძლია. ხედების მიხედვით, წინა პლანზე შეიძლება ჩანდეს ტაქომეტრი, ონლაინნავიგაცია, ღამის ხედვის ასისტენტი ან მართვის 3D ასისტენტი. რა თქმა უნდა, შესაძლებელია კლასიკური, პორშესთვის დამახასიათებელი დიზაინის არჩევაც. ძრავის ამუშავების (დაქოქვის) ღილაკი საჭის მარცხნივაა განთავსებული, რაც პორშესთვის დამახასიათებელი შტრიხია.
ფოტო: თეგეტა მოტორსი
911-დან აღებული საჭე ახალი კაიენის შემთხვევაში მეტად მოდერნიზებულია. მულტიფუნქციურობასთან ერთად, ის სპორტული ვიზუალითაც გამოირჩევა.
ახლა უკვე სერიულ კომპლექტაციაშიც ხელმისაწვდომია სვლის რეჟიმების ჩამრთველი საჭეზე, რომელიც მოიცავს ჩვეულებრივ, ოფროუდის, სპორტისა და სპორტ+-ის რეჟიმებს. საჭეზეა განთავსებული ახალი საეკრანო გადამრთველი და საქარე მინაზე პროეცირების სისტემის (Head-up-დისპლეის) მომსახურებაც.
კლიმატკონტროლის რეგულირების შავი პანელი განსაკუთრებული ვიზუალით გამოირჩევა და მისი მოხმარება სწრაფი, ინტუიციური და ესთეტიკურია. მაღალი გარჩევადობის 12,3-დუიმიანი ცენტრალური ეკრანი პორშეს კომუნიკაციების მენეჯმენტის (PCM) კონტროლის ცენტრია. მძღოლისთვის აქ ხელმისაწვდომია სვლისა და კომფორტის მრავალი ფუნქციის მართვა და რეგულირება, ასევე ონლაინნავიგაციისა და გასართობ-საინფორმაციო მულტიმედიასისტემის ფუნქციები.
ფოტო: თეგეტა მოტორსი
სპორტული შეგრძნება
პორშე კაიენი თავისი სეგმენტის სპორტქარია, რაც მის ინტერიერშიც გამოიხატება. სპორტული გარემო აქ დინამიკურ ფუნქციურობას, კომფორტსა და დიზაინის კაიენისთვის დამახასიათებელ ელემენტებს ერწყმის. ხელსაწყოთა პანელი, ცენტრალური კონსოლი და კარის შიდა ზედა ნაწილი სრულიად განახლებულია. პანელის ჰორიზონტალური ვიზუალი ინტერიერს კიდევ უფრო განიერ იერს აძლევს. ელეგანტური სავენტილაციო ჭრილები კაიენისთვის დამახასიათებლად, ვერტიკალურადაა ფორმირებული. ჰაერის ყველა გამომშვები კოკპიტზე პირველადაა წარმოდგენილი სავენტილაციო ცხაურის გარეშე.
მრავალმხრივი კავშირი
პორშემ ახალ კაიენში მულტიმედიური კავშირიც ახალ საფეხურზე აიყვანა. სმარტფონისთვის განკუთვნილია გაგრილებადი განყოფილება უსადენო დამუხტვის ფუნქციით. გაგრილების დამსახურებით დამუხტვის სიმძლავრე მაქსიმალურად ოპტიმალურია (15 ვატამდე). ინტეგრირებულია ონლაინმომსახურებები ინტერაქციის მეტი შესაძლებლობისთვის (ხმოვანი ბრძანებების სისტემა Siri).
ახალ კაიენში, ორი USB-C-პორტი ინტერიერის წინა განყოფილებაშია, კიდევ ორი USB-C-პორტი კი - უკანა ნაწილში, ცენტრალურ კონსოლზე. USB პორტებს სწრაფი დამუხტვის ფუნქცია აქვს. წინა პორტები სმარტფონებს PCM-თანაც აკავშირებს. სმარტფონისა და ავტომობილის ერთმანეთთან დაკავშირებისთვის საკმარისია PCM-ში ნაჩვენები QR-კოდის სკანირება, რის შემდეგაც შესაძლებელია დაკავშირების მრავალი ფუნქციის გამოყენება, მათ შორის Apple CarPlay და Android Auto, ასევე ინტეგრირებული აპლიკაციების, როგორებიცაა Spotify და Apple Music.
Porsche-ს საქართველოში ოფიციალურად თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია პორშე ცენტრი თბილისი წარმოადგენს. კომპანია ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებს და აქსესუარებს სთავაზობს. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც პორშე ცენტრი თბილისი უზრუნველყოფს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები