ერთადერთი ფანჯარა რუსეთში
ფოტო: AP
ქართველები, აფხაზები და ოსები იშვიათად და მცირე ჯგუფებით, მაგრამ სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ერთმანეთთან შეხვედრას მაინც ახერხებენ. ასეთი კონტაქტის დროს ახალსა და ძველ ამბებს, პირად შეხედულებებს, ნათესაურ და პოლიტიკურ ამბებს ერთმანეთს უცვლიან. ყველაზე ხშირად რასაც „აღმოაჩენენ“ კი ის გახლავთ, რომ ერთმანეთის საერთო სურვილები და საჭიროებები ხშირად ემთხვევა, მიუხედავად იმისა, რომ ამ საზოგადოებებს სხვადასხვაგვარ რეალობაში უწევს განვითარება.
ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების და განსაკუთრებით კი შენგენის ქვეყნებთან თავისუფალი მიმოსვლის შესაძლებლობის მიღების შემდგომ, აფხაზური და ოსური საზოგადოებებისთვისაც ანალოგიური წინადადებები იქნა შეთავაზებული. მიუხედავად ამისა, ქართული პასპორტის აღების მსურველთა რაოდენობა განსაკუთრებულად არ გაზრდილა. თამარ თოლორდავა, ქართულ–ოსური და ქართულ–აფხაზური შეხვედრების რამდენიმეგზის მონაწილე და ილიაუნის სოციალური მოძრაობების შემსწავლელი კვლევების ცენტრის კოორდინატორი ამერიკის ხმასთან ამას იმით ხსნის, რომ იოლი არაა მტრისგან განათლების უცხოეთში მიღების წინადადებაზე თანხმობა განაცხადო. აფხაზური და ოსური საზოგადოებებისთვის ქართველები ხომ დღემდე მტრებად რჩებიან. „ომის მონაპოვარი აფხაზებისთვის არის ის, რომ ისინი არიან დამოუკიდებლები. ჩანს, რომ ჩვენ მათთვის მტრები ვართ. შესაბამისად, მათთვის მტკივნეულია მიიღონ მტრისგან შეთავაზებული დახმარება. ამიტომაა, როდესაც მათთვის უვიზო მიმოსვლის შეთავაზებაზეა საუბარი, მე ამას კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებ. მტრის პასპორტის აღება იმისთვის რომ ევროპაში გადააადგილდე – ამაზე რამდენად წავა აფხაზების დიდი ნაწილი, არ ვიცი, ვერ ვიტყვი, გადაწყვეტით პასუხი ნამდვილად არ მაქვს.
ალბათ, უნდა დაველოდოთ და სტატისტიკურ მონაცემებსაც დავაკვირდეთ. ჯერჯერობით, საჯარო ინფორმაცია არ დევს ამის შესახებ. მხოლოდ ერთეულ ადამიანებს აქვთ გამოყენებული ეს შესაძლებლობა, რამდენადაც ვიცი“– ამბობს თამარ თოლორდავა. კითხვაზე უცხოეთში განათლების მიღების თაობაზე და არის თუ არა ამგვარი დაკვეთა აფხაზური საზოგადოებიდან იმდენად, რამდენადაც ამგვარ შესაძლებლობასაც იძლევა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, იგი შემდეგნაირად პასუხობს: „განათლებაზე არის დაკვეთა. მე ხშირად დამიფიქსირებია სინანული მათ თვალებში, როდესაც მითქვამს, რომ განათლება დასავლეთში მივიღე.აფხაზი და ოსი ახალგაზრდები სასწავლებლად მიდიან, უმეტესწილად, რუსეთში. კარგი იქნება, თუ უცხოეთში განათლების მისაღებად გამოიყენებენ უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას.“
მედეა ტურაშვილმა, ომბუდსმენის მრჩეველმა კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების საკითხებში ჰაინრიხ ბიოლის ფონდში შეხვედრის დროს ქართულ, აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებს შორის მსგავსებსა და განსხვავებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მომავალზე ორიენტირებულობის საკითხი წყალგამყოფია. დანარჩენ საქართველოში მაცხოვრებელი ადამიანები მომავლის გარკვეულ პერსპექტივებს ხედავენ, გეგმებს სახავენ, აფხაზეთსა და ოსეთში მაცხოვრებელი ადამიანები კი ძირითადად, კვლავ ომის კონტექსტში მოიაზრებენ საკუთარ თავს. „ჩვენ გვაქვს მომავლის შანსები, პერსპექტივები და ინსტრუმენტებიც. ვიზალიბერალიზაცია და ევროპასთან ინტეგრაციის პერსპექტივა გვეხმარება იმ გზაზე სიარულში რასაც ქვია თანამედროვე დასავლურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება. აფხაზეთს და ოსეთს ასეთი პერსპექტივა არ აქვს. ისინი არიან იზოლაციაში. მათთვის ერთადერთი ფანჯარა გადის პირდაპირ რუსეთში. რუსეთი კი არ სთავაზობს მათ თანამედროვე სახელმწიფოდ ქცევას.დღევანდელ ვითარებაში ეს ყველაფერი აისახება ღირებულებით დონეზე. ამ მხრივ დიდი განსხვავებაა ჩვენს საზოგადოებებს შორის, მაგალითად დემოკრატიის გააზრების, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით.“
ქართულ–აფხაზური და ქართულ–ოსური შეხვედრის მონაწილეები საუბრობენ იმის შესახებ, რომ დე–ფაქტო რესპუბლიკებში მაცხოვრებელ ადამიანებს ყოფით და ყოველდღიურ თემებზე საუბარიც კი უმძიმთ. მუდმივი შიშის განცდა თითქოს მათი განუყრელი თანამგზავრია. ხელისუფლების გადაწყვეტილებებს იქ ღია პროტესტით ვერავინ შეხვდება, თუმცა არის გამონაკლისებიც, მაგალითად როდესაც აფხაზეთის დე–ფაქტო ხელისუფლებამ მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობით ახსნა და აბორტის ამკრძალავი კანონი შემოიღო, ადგილობრივმა საზოგადოებამ საკუთარი უკმაყოფილება დააფიქსირა. „ღია წყაროებიდან და აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომაგენლებისგან ვიცი, რომ დიდი უკმაყოფილება იყოს აბორტის აკრძალვის გამო, როგორც არასამთავრობოების, ისე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მხრიდან. პრეტენზია იმაზე ჰქონდათ, რომ კანონი ისე მიიღეს, არავის არაფერი ჰკითხეს.
მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები ამბობდნენ, ჯანმრთელობის კუთხით ეს არაა კარგი კანონი, მაინც იქნა მიღებული. დიდი აჯანყება არ ყოფილა, მაგრამ პარლამენტი გააკრიტიკეს. ეს იყო პოპულისტური ნაბიჯი აფხაზი პოლიტიკოსების მხრიდან, რადგან დაიწყეს აპელირება დემოგრაფიულ მდგომარეობაზე.“
ნინო ბალოიანი წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის გორის ოფისის ფსიქოლოგი ამერიკის ხმასთან ქართულ–ოსური და ქართულ–აფხაზური შეხვედრების შესახებ საკუთარ დაკვირვებებს გვიმხელს: „აფხაზ და ოს მონაწილეებში შეხვედრებზე უფრო მეტ კომპლექსს ვიჭერ. თითქოს ურთიერთობა უნდათ, მაგრამ ეშინიათ. პირველი ნაბიჯის გადადგმის შიში აქვთ. ჩვენ თავისუფლად მივდიოდით შეხვედრებზე, გახსნილად ვესაუბრებოდით. თვითონაც მეგობრულად მიგვიღეს შემდგომ და კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, თუმცა თავდაპირველად ღიაობა ნამდვილად არ დაუფიქსირებიათ“.
ხელოვნური ბარიერებით, მავთულხლართებითა თუ მძიმე ყოველდღიურობის მიზეზით ქართულ, აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებს შორის მენტალური ნაპრალი თანდათან იზრდება. ეს ფაქტორი კი სხვებთან ერთად, თავისთავად შემაფერხებლად იმოქმედებს მომავალში სრულიად ბუნდოვანი „შერიგების“ პერსპექტივის თვალსაზრისით.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები