5 რამ, რაც მენტალურ შვებულებაზე უნდა იცოდე
ფოტო: muhammed sajid / Dribbble
სამსახური ბევრი ჩვენგანის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. თუმცა, იმის მიუხედავად, რამდენად გვიყვარს საკუთარი საქმე, გადაღლისგან ან, უკიდურეს შემთხვევაში, "გადაწვისგან" დაცული არავინ ვართ. მეტიც, სხვადასხვა კვლევის თანახმად, 60-დან 70 პროცენტამდე მერყეობს იმ დასაქმებულების რიცხვი, რომლებიც სამუშაოს გამო მუდმივ გადაღლას გრძნობენ.
არადა, თანამშრომლების მენტალურ კეთილდღეობაზე ზრუნვა რომ სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს, ამაზე დამსაქმებლების 86 პროცენტი თანხმდება. ამის მიუხედავად, თითქმის ნახევარს, 49 პროცენტს, დასაქმებულების მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის სტრატეგია შემუშავებული არ აქვს. სწორედ ამიტომ, პროფესიულ ლექსიკონში ახალი ტერმინია "მენტალური შვებულება" — არასამუშაო დღე, რომელსაც თანამშრომელი საკუთარ თავზე ზრუნვისთვის იყენებს.
1. მენტალური შვებულების საჭიროებაზე ბევრი რამ მიანიშნებს
როგორც ვთქვით, ეგრეთ წოდებული გადაწვა, სამწუხაროდ, ბევრი დასაქმებულისათვის ნაცნობი სიტუაციაა. ამ მდგომარეობაზე კი ბევრი რამ მიანიშნებს: მუდამ გრძნობთ დაღლილობას, მათ შორის, დღის დასაწყისში, პერიოდულად გაქვთ შიშის ან პანიკის განცდაც კი, ადვილად ღიზიანდებით და მოტივაციის ნაკლებობასაც უჩივით. სწორედ ეს "სიმპტომები" მიუთითებს, რომ სახიფათოდ მიუახლოვდით გადაწვის ზღვარს და გჭირდებათ დრო, რათა გარესამყაროსა და პრობლემებისგან დისტანცირდეთ.
2. მენტალური შვებულების დანიშნულება დროის საკუთარი თავისთვის დათმობაა
ფოტო: Alaina Johnson / Dribbble
გარესამყაროსგან დისტანცირება კი იმას ნიშნავს, რომ მეტი დრო უნდა დაუთმოთ საკუთარ თავს და მასზე ზრუნვას. საკუთარი მენტალურ კეთილდღეობაზე ზრუნვას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება — გააჩნია, თავად რა განიჭებთ სიამოვნებას და როგორ განიტვირთებით. ეს შეიძლება იყოს აქტიური დასვენება, ბუნებაში ხეტიალი, ახალი ჰობის გაჩენა ან სულაც დივანზე გემრიელად მოკალათება და საყვარელი სერიალის, ვინ იცის, მერამდენედ ყურება. მოკლედ, მიზანი ის არის, რომ წინანდელი რუტინისგან დროებით მაინც გათავისუფლდეთ და ყოველდღიური პასუხისმგებლობებით მოგვრილი სტრესი და შფოთვა მოგეხსნათ.
3. მენტალური შვებულება პროდუქტიულობას ზრდის
ფოტო: Yegor Meteor / Dribbble
განტვირთვის დღეები სასიკეთოდ აისახება როგორც ჩვენს მენტალურ კეთილდღეობაზე, ასევე ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. ამდენად, დასაქმებული ბევრად მხნედ და მოტივირებულად გრძნობს თავს. ეს კი, რასაკვირველია, მომგებიანია კომპანიისთვისაც — დასვენებული თანამშრომელი არა მხოლოდ უფრო პროდუქტიულია, არამედ მეტად კრეატიულიც. რუტინისგან გამოთავისუფლებულ დროში ხომ, ძალების აღდგენასთან ერთად, ტვინის "განიავება" და ახალი იდეებისთვის კარის გაღებაა შესაძლებელი. ეს კი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რატომ უნდა იყოს დამსაქმებლისთვის პრიორიტეტული თანამშრომლების მენტალურ კეთილდღეობაზე ზრუნვა.
4. მენტალურ შვებულებას მსოფლიოში არაერთი დიდი კომპანია სთავაზობს თანამშრომლებს
ფოტო: Sundry Photography
რადგან ვახსენეთ, რომ სამუშაო პირობები მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვასაც უნდა ითვალისწინებდეს, მოდით, ვნახოთ, როგორია პრაქტიკა მსოფლიოში. იმის მიუხედავად, რომ მენტალური შვებულების ცნება მაინცდამაინც ფეხმოკიდებული არაა შრომის ბაზარზე, არაერთმა დიდმა და გავლენიანმა კომპანიამ გადაწყვიტა, თავისი თანამშრომლებისთვის მსგავსი რამ შეეთავაზებინა — სხვა საშვებულებო დღეებისგან ცალკე გამოთავისუფლებული დრო. მაგალითისთვის, LinkedIn თანამშრომლებს 5 დღეს აძლევს მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის, Nike — ასევე 5 დღეს, ხოლო Google 8 დღეს გამოყოფს ამ მიზნით. დასაქმებულებისთვის მენტალურ შვებულებას გამოყოფენ Airbase და SAP-იც.
5. მენტალური შვებულების პრაქტიკა უკვე საქართველოშიც გამოჩნდა
ფოტო: თიბისი დაზღვევა
აღსანიშნავია, რომ მენტალური შვებულების პრაქტიკა უკვე საქართველოშიც შემოვიდა. თიბისი დაზღვევა არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ ამიერკავკასიის რეგიონშიც პირველი კომპანია გახდა, რომელმაც თანამშრომლებს მენტალური შვებულება შესთავაზა. კომპანიაში დასაქმებულები, სტანდარტული 24-დღიანი დასვენების გარდა, შეძლებენ ისარგებლონ 5 დამატებითი დღით საკუთარ თავზე ზრუნვისთვის. ამასთან, ამ 5 დღის აღება ზუსტად ისევეა შესაძლებელი, როგორც სხვა დანარჩენი საშვებულებო დღეებისა.
როგორც თიბისი დაზღვევაში ამბობენ, მათ, "როგორც მენტალური ჯანმრთელობის მხარდამჭერ კომპანიას, უნდოდათ, კიდევ ერთხელ გაესვათ ხაზი ემოციური კეთილდღეობის მნიშვნელობაზე და თანამშრომლებისთვის შეექმნათ გარემო, სადაც მათი საქმიანობა ერთნაირად იქნებოდა სასარგებლოც და კომფორტულიც".
აღსანიშნავია, რომ თიბისი დაზღვევა თანამშრომლების მენტალურ კეთილდღეობაზე სხვადასხვა საშუალებით აქამდეც ზრუნავდა: მრავალფეროვანი აქტივობების ორგანიზებასთან ერთად, კომპანია დასაქმებულებს "ბედნიერ პარასკევს" სთავაზობს — მოკლე სამუშაო დღეს კვირის დასასრულს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები