სრულიად ახალი Toyota Corolla Cross და MC Corolla – ტოიოტა კავკასიამ ახალი ავტომობილების ტესტდრაივი აჭარის რეგიონში გამართა
ფოტო: ტოიოტა კავკასია
29 მარტს ტოიოტა კავკასიამ ქართველ, აზერბაიჯანელ და სომეხ ჟურნალისტებს აჭარის რეგიონში მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი მოდელის — ტოიოტა კოროლას SUV ვერსია — Toyota Corolla Cross და 2023 წლის ახალ Corolla წარუდგინა.
პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ თავად გამოეცადათ ახალი ავტომობილები გზის განსხვავებულ მონაკვეთებზე.
ტოიოტა კოროლა უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია იწარმოება და ის მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი მოდელია. 1966 წლიდან დღემდე კოროლას 12 თაობა გამოვიდა და ამ პერიოდში ჯამში 50 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული.
2023 წლის კოროლაში განახლებებია როგორც ავტომობილის ექსტერიერში, ასევე ინტერიერსა და ტექნოლოგიებში.
ექსტერიერი: ექსტერიერი კონცეპტუალურად არ შეცვლილა — წარმოდგენილ ავტომობილში განახლებულია რადიატორის ცხაურა, სანისლე ფარების ბუდე და აქვს ახალი დისკების უფრო მრავალფეროვანი არჩევანი. ექსტერიერი ახალი ფერითაა (Midnight Teal) გამდიდრებული, რაც არქიტექტურის, პროდუქტების დიზაინისა და მოდის თანამედროვე ტენდენციებს ასახავს.
ტექნიკური განახლება: მთავარი სიახლე სწორედ ავტომობილის ტექნიკური განახლებაა — მნიშვნელოვნად შეიცვალა ძრავა და ელექტროამძრავი, რაც ავტომობილში მეტ სიმძლავრეს, ეფექტურობას, უკეთეს მართვადობასა და ნაკლები CO2-ის გამოყოფას უზრუნველყოფს. შიგა წვის ძრავის მოცულობა ისევ 1.8 ლიტრია, თუმცა კოროლა იქნება პირველი ტოიოტა, რომელიც აღჭურვილი იქნება ახალი მე-5 თაობის ჰიბრიდული. ძრავის სისტემური სიმძლავრე 140 ცხენის ძალა იქნება და ახალ კოროლას ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის გასავითარებელდ 9,2 წმ დასჭირდება, ეს მაჩვენებელი წინა მოდელთან შედარებით 1,7 წმ-ით გაუმჯობესდა.
ინტერიერი: სალონის მთავარი სიახლე არის მაღალი გარჩვეადობის მქონე 10,5 დუიმიანი მულტიმედა მონიტორი, რომელიც აღჭურვილია ნათების საწინააღმდეგო ეკრანით - ეს უზრუნველყოფს შესანიშნავ ხილვადობას ყველანაირი განათების პირობებში. ტოიოტა კოროლა აღჭურვილია უსადენო დაკავშირების ფუნქციით, რაც მძღოლს საშუალებას აძლევს კომფორტულად ისარგებლოს Android Auto ან Apple CarPlay ფუნქციით.
ავტომობილის ყველა კომპლექტაცია ასევე აღჭურვილია 12,3 დუიმიანი სრულიად ციფრული მაჩვენებელთა დაფით, რომლის პერსონალიზაციაც მძღოლს შეუძლია როგორც შინაარსის, ასევე ვიზუალის მიხედვით.
რაც შეეხება ტოიოტა კოროლა ქროსს, მოდელის შექმნის მთავარი კონცეფცია არის Corolla Meets SUV. ეს არის ლეგენდარული კოროლას SUV ვერსია.
ტოიოტა კოროლა ქროსი, ისევე როგორც ტოიოტა კოროლა აგებულია კარგად გამოცდილ TNGA GA-C პლატფორმაზე და აღჭურვილია უახლესი მე-5 თაობის ჰიბრიდული თვითდამუხტვადი ელექტრო სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს მეტ სიმძლავრეს და ეფექტურობას საწვავის ეკონომიისა და CO2-ის გამოფრქვევის თვალსაზრისით.
ფოტო: ტოიოტა კავკასია
ამჟამად, ჩვენს რეგიონში წარმოდგენილი მოდელის ტექნიკური მახასიათებლებია: შიგა წვის ძრავის მოცულობა 2.0 ლიტრი, წინა წამყვანი თვლებით, ძრავის სისტემური სიმძლავრე 197 ცხენის ძალა და ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის გასავითარებელდ 7,61 წამი დასჭირდება.
რა თქმა უნდა კოროლა ქროსს, ისევე როგორც მისი შთამაგონებელი სედანი, აღჭურვილია ტოიოტას უახლესი უსაფრთხოების სისტემით Toyota T-Mate-ით, რომელიც საკუთარ თავში აერთიანებს უსაფრთხოების პაკეტს, აქტიური მართვისა და პარკირების დამხმარე სისტემებს. ეს აადვილებს და კიდევ უფრო უსაფრთხოს ხდის ავტომობილის მართვას.
მეხუთე თაობის ჰიბრიდული სისტემის სრულყოფა მოიცავს მართვადობის გაუმჯობესებას. აღსანიშნავია, რომ მძღოლისთვის საგრძნობია გაუმჯობესებული ურთიერკავშირი აჩქარების სატერფულის გამოყენებასა და ავტომობილის რეაგირებას შორის. ავტომობილის რეაგირება უფრო თანმიმდევრული, პროგნოზირებადი და კონტროლირებადია.
ავტომობილი მორგებულია მართვის ევროპულ სიტუაციებს, როგორებიცაა: ხშირი დაძვრა-გაჩერება ავტომობილით გადაადგილებისას და სიჩქარის ლიმიტების ხშირი ცვლილებები.
აჩქარება ასევე ადაპტირდება აღმართ-დაღმართზე მგზავრობისას, ხდება ძრავის მაბრუნი მომენტების სინქრონიზაცია მძღოლის მოქმედებებთან, რაც უფრო ბუნებრივ შეგრძნებებს და მართვის სიმარტივეს უზრუნველყოფს.
ექსტერიერი: წინა მხარეს აღსანიშნავია მასიური წინა ცხაური მასში ჩამჯდარი ლოგოთი, ასევე SUV-ისთვის დამახასიათებელი ქვედა დამცავი და შეუღებავი საშხეფარი.
SUV-ის დამახასიათებელი ნიშნები ავტომობილის გვერდებზეც გრძელდება, შავი ელემენტი კარის ზღურბლებს მიუყვება და უკან, საბარგულთან კრავს წრეს. სახურავის ხაზი კი ავტომობილის უკანა ნაწილისკენ რბილად იხრება.
ავტომობილის სიგრძე 4460 მმ, სიგანე 1825 მმ, სიმაღლე 1620 მმ, ხოლო თვლების ბაზა კი 2640 მმ-ია
თავისი ზომებით ევროპული C-SUV სეგმენტს ეკუთვნის; Toyota-ს სამოდელო ხაზში ის C-HR-სა და RAV4-ს შორის დგას. ეს არის მეტად მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელი ფაქტორი- კოროლა ქროსი საგრძნობლად დიდია C-HR -თან შედარებით და მეტად პატარა ვიდრე RAV4. ეს არის საოჯახო ავტომობილი ყველასთვის - ის იდეალური მაქნანაა დაოჯახებული წყვილებისთვის, რომელთაც ყავთ პატარა შვილები.
ინტერიერი: ინტერიერი შექმნილია ყოველდღიური პრაქტიკულობისთვის. ეს არის მსუბუქი, ღია სივრცე, კარგი ხილვადობით ყველა მგზავრისთვის, დიდი გვერდითი ფანჯრებით და მძღოლისთვის საუკეთესო ხილვადობით.
კოროლა ქროსის საბარგული ტევადი და ფართო კარის ხარჯზე ადვილად მისადგომია, რასაც ასევე ამარტივებს საბარგულის კარის გაღების სესნორული სისტემა. საბარგულის ტევადობა 436 ლიტრია, რომელიც უკანა სავარძლების დაკეცვის შემთხვევაში მაქსიმუმ 1359 ლიტრამდე შეიძლება გავზარდოთ.
ავტომობილის კორპუსის სიმაღლე და კარების დიდი ღიობები ავტომობილში წვდომას მაქსიმალურად ამარტივებს და კომფორტულს ხდის, მაგალითად, თუ გჭირდებათ ბავშვის სავარძლის ჩადგმა ან ამოღება ავტომობილიდან.
სალონში ბევრი სათავსო წერტილია სხვადასხვა ნივთების განსათავსებლად, ასევე USB-A პორტი და უკაბელო დამტენი წინა კონსოლში და ორი USB-C პორტი უკანა მგზავრებისთვის.
ტოიოტა კოროლას და კოროლა ქროსის შეძენა ტოიოტას ოფიციალურ დილერებთან: ტოიოტა ცენტრ თბილისში, ტოიოტა ცენტრ თეგეტასა და ტოიოტა ცენტრ ბათუმშია შესაძლებელი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები