გია ვოლსკი

2 Apr. 2023, 15:11

ვიოლა ფონ კრამონი თავისი სადისტური მოქმედებების მხარდაჭერით, ყველაფერს ამას ხაზს უსვამს. იგი ჩამოვიდა, რათა დისკრედიტაცია მოახდინოს დასავლური პოლიტიკის, რაზედაც სალომე ზურაბიშვილი ხმამაღალ განცხადებებს აკეთებდა. ყველაფერი ნათელი გახდა. ფაქტობრივად, ეს არის სტრატეგია, რომელიც აქციებიდან უნდა გადაიზარდოს ფიზიკურ დაპირისპირებაში და სამოქალაქო ისეთი სახის დაპირისპირებაში, რომელიც აუცილებლად დაკავშირებულია სისხლთან, ადამიანურ მსხვერპლთან. და ფონ კრამონი არის ერთ-ერთი მათ შორის, ვინც ევროპარლამენტიდან ამას მხარს უჭერს. საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობას იღებს ფონ კრამონი და ასევე ის ადამიანები, ვინც ევროპარლამენტში რეზოლუციის შემქმნელები და ლობისტები არიან, რომელიც ასევე საქართველოს წინააღმდეგაა მიმართული.

განაცხადა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ. მან თქვა, რომ ევროპარლამენტიდან ვიოლა ფონ კრამონი ერთ-ერთია, რომელიც ფიზიკურ და სამოქალაქო დაპირისპირების ისეთ ფორმას ჭერს მხარს, რომელიც სისხლთან და ადამიანურ სხვერპლთანაა დაკავშირებული.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…