ზურაბ აზარაშვილი

3 Apr. 2023, 18:38

პარასკევს გვაქვს დაგეგმილი ღონისძიება, სადაც რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან, დეტალურად გავივლით შეთავაზების პირობებს. მივაწვდით ინფორმაციას, ამ ეტაპზე რა ინფორმაციაც გვაქვს კლინიკასთან დაკავშირებით და რა გზით მივდივართ.

ამას სწავლობს, როგორც სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო, ასევე ევროპის საინვესტიციო ბანკის დაქირავებული კონსულტანტების ჯგუფი. ბოლო 2-3 წლის განმავლობაში, ევროპის საინვესტიციო ბანკი აქტიურად სწავლობდა აღნიშნულ კლინიკაში არსებულ პრობლემებს და თავის შეთავაზებას ამზადებენ. თუმცა, რაღაც პერიოდის განმავლობაში, ეს პროცესი შეჩერდა, ახლა კვლავ გრძელდება და საბოლოო დასკვნაც გვექნება. ტექნიკური და ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, რას ვიზამთ, დემონტაჟი მოხდება თუ რეაბილიტაცია, გადაწყვეტილებას მივიღებთ უკვე ყველა ამ დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ. გადაწყვეტილება, რომ რესპუბლიკური უნდა იყოს მაღალტექნოლოგიური სახელმწიფო კლინიკა, რომელიც დააკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რასაც ჩვენ 2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს ვთხოვთ, ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ მიღებულია და არ შეიცვლება.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის უფლებები არ დაირღვევა და ისინი, კლინიკაში მიმდინარე პროცესების დასრულებამდე, აუცილებლად იქნებიან უზრუნველყოფილი ან სამსახურით, ან შესაბამისი სახელფასო ანაზღაურებით.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  4. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  5. საქართველოში მიწისძვრა მოხდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რას გულისხმობს "დროებითი სკოლა", რომლის მოწყობასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს?

მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მასშტაბით მოდულური სასკოლო დროებითი ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს.…