ირაკლი კობახიძე

4 Apr. 2023, 14:14

რაც შეეხება თავის გადაპარსვას, მე მაქვს ინფორმაცია, რომ ეს არის ცალსახად ტყუილი. თუმცა ჯობია, შესაბამისმა უწყებამ გააკეთოს ამასთან დაკავშირებით განმარტება.

სამართლებრივ კვალიფიკაციას ამ საქმეს ვერ მივცემ, ვერ დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმციას, თუმცა, რაც შეეხება ძალადობას, პოლიციელებისთვის ცეცხლის წაკიდებას, სახელმწიფო ქონების დაზიანებას და ა.შ, რა თქმა უნდა, ეს არის უმძიმესი მოვლენები და ამაზე საჭიროა სათანადო პასუხი, მათ შორის პრევენციისთვის.

3 მარტს, დაკავებულის მონახულების შემდეგ ადვოკატმა, ლიკა ბითაძემ თქვა, რომ 21 წლის აქტივისტს აღიარებითი ჩვენება მეგობრის დაკავების მუქარით, უფლებადამცველთან გასაუბრების გარეშე მიაცემინეს. გარდა ამისა, განაცხადა, რომ გრიგორიადისს ციხეში, მისი ნების საწინააღმდეგოდ, თმა გადაპარსეს. მოგვიანებით, პენიტენციურში თქვეს, რომ ბრალდებულმა პატიმრობის კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებული "საპარიკმახერო მომსახურების უფლებით ისარგებლა" და ინფორმაცია, რომ მას თმა მთლიანად, ნების საწინააღმდეგოს გადაპარსეს, სიმართლეს არ შეესაბამება. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…