4 რამ, რაც ბათუმში უძრავი ქონების შეძენისას უნდა გაითვალისწინოთ
ფოტო: Calligraphy Towers
ბოლო ათწლეულია, რაც ბათუმი სტაბილურად სწრაფად ვითარდება. ბუნებრივია, რომ ეს პროცესი ინვესტორებისა და ბიზნესის დიდ ყურადღებას იქცევს. 2019 წლიდან, ბათუმის ზრდის ტემპი განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა, სწორედ ამ პერიოდიდან მშენებარე ბინები ბათუმში თითქმის 1.5-ჯერ გაიზარდა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ინტერესი და ტემპი არც პანდემიას გაუნელებია, ამიტომ, ბუნებრივია, რომ ბათუმი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოდ ითვლება.
საქართველოს სიდიდით მესამე ქალაქის მთავარი სექტორი ტურიზმია - უნიკალური ბუნება, თანამედროვე არქიტექტურა და აჭარული სტუმართმასპინძლობა ყოველ წელს უამრავ ტურისტს იზიდავს მთელი მსოფლიოდან. თავის მხრივ, ბევრი ვიზიტორი არაერთი საერთაშორისო სასტუმროთა ქსელის ინტერესსაც განაპირობებს და ბაზარზე მათ შემოსვლას უზრუნველჰყოფს. არანაკლებ დიდია ბათუმის ეკონომიკაში სამშენებლო სექტორის წილიც — უკვე ათწლეულებია, რაც ბათუმის ხედი გამუდმებით იცვლება და უფრო და უფრო შთამბეჭდავ მასშტაბებს იღებს. კონკურენცია წლიდან-წლამდე იზრდება, შესაბამისად, ბათუმის ცენტრში შენება თანდათან უფრო რთულდება, ძვირდება და იშვიათდება. კიდევ ერთი რამ, რაც ქალაქის ეკონომიკურ ხელსაყრელობას განაპირობებს მისი გეოგრაფიული მდებარეობაა — ის დიდ როლს თამაშობს საქართველოს ეკონომიკაში და მნიშვნელოვანი სატრანზიტო კვანძია რეგიონში.
ამ გარემოებების გამო, ბათუმში უძრავი ქონების შეძენა ჭკვიანური ინვესტიციაა, მოგების მაღალი ალბათობით. თუმცა, ადგილობრივ ბაზარზე ქაოტური სიტუაციაა: აქ უძრავი ქონება, მშენებლობის ბუმის მიუხედავად, სწრაფად იყიდება და საცხოვრებელი ფართების პოტენციალი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ასე რომ, სანამ შეძენას გადაწყვეტთ და რომელიმე აპარტამენტზე შეაჩერებთ არჩევანს, რამდენიმე მნიშნველოვანი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ:
ლოკაცია
ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი აპარტმანეტის არჩევისას მისი ადგილმდებარეობაა — ეს ისეთი გადაწყვეტილებაა, რომელსაც მოგვიანებით ვეღარ შეცვლით. სწორად შერჩეულ ადგილს შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს თქვენი უძრავი ქონებისგან მიღებული მოგება. ცალსახაა, რომ ზღვისპირა ქალაქში, სადაც ტურისტები დასასვენებლად ჩამოდიან, ზღვასთან სიახლოვე ერთი-ორად ამარტივებს ბინის გაქირავებას და ზრდის მისდამი მოთხოვნილებას. თუმცა, ზღვის ხედებით ტკბობასთან ერთად, მნიშვნელოვანია ცოცხალი ურბანული გარემოც, რათა სტუმრებმა ადვილად შეძლონ ქალაქში გადაადგილება, ადვილად მოხვდნენ ადგილობრივ საკვებ თუ სავაჭრო ობიექტებთან. ბუნებრივია, რომ არავის სურს დასვენების ან საქმისთვის გამოყოფილი ძვირფასი დრო ტრანსპორტში დახარჯოს. ამ მხრივ, საინვესტიციოდ ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი ბათუმის ახალი ცენტრი, გმირთა ხეივანია. შავი ზღვის თაღის, დაგეგმილი მწვანე დერეფნისა და საფეხმავლო ხიდების გარდა, ამ უბნის მთავარი ღირსშესანიშნაობა UEFA-ს მეოთხე კატეგორიის სტადიონი, “აჭარაბეთ არენაა”. სტადიონი ხეივნის დომინანტური არქიტექტურული მოცულობაა და ბათუმური ცათამბრჯენების ხეივანში მთავარი აქცენტია, როგორც გეომეტრიულად, ისე თავისი ფუნქციით. აქაურობა თანამედროვე ბათუმის სახეა — მშენებარე ლუქს აპარტამენტების ცათამბრჯენები, თანამედროვე არქიტექტურა, ზღვასთან სიახლოვე — აქ ყველაფერია, რამაც შეიძლება ბათუმში ჩამოსული დამსვენებელი ან მაცხოვრებელი მოხიბლოს.
მშენებლობის ხარისხი
მშენებლობის ხარისხი კიდევ ერთი ისეთი ფაქტორია, რომლის გამოსწორება მოგვიანებით შეუძლებელია. ამიტომ, უმჯობესი იქნება, თუ პროექტი გამოცდილ კომპანიას ექნება ჩაბარებული. გასაყიდი ბინები ბათუმში მრავლადაა, თუმცა, ბევრ მათგანს შეიძლება არ ჰქონდეს ის მაღალი ხარისხი, რომელიც ყველა სამომავლო რისკს მინიმუმადე დაიყვანს და ინვესტორებისთვის ასე სასურველია. მშენებლობის ხარისხში დასარწმუნებლად, უკვე გამოცდილ სამშენებლო კომპანიასთან დეტალურად განიხილეთ გამოყენებული მასალის ხარისხი, გათვლილი სეისმიკა და პროექტში გათვალისწინებული საევაკუაციო სქემები. ზუსტად გაარკვიეთ, რა მდგომარეობაში ჩაგბარდებათ აპარტამენტი და აკონტროლეთ მშენებლობის ვადები. იდეალურ შემთხვევაში, მშენებარე კომპლექსებს საერთაშორისო კომპანიების გარანტიებიც უნდა მოყვებოდეს.
სერვისი და ინფრასტრუქტურა
სერვისისა და ინფრასტრუქტურის გამართულობა მნიშვნელოვანია როგორც მფლობელისთვის, ისე დამსვენებლისთვის. მოგებაზე გათვლილი აპარტამენტი ბევრად უფრო მიმზიდველი იქნება თუ კომპლექსში გაერთიანებული ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად მოერგება სტუმარს და იმაზე მეტ სერვისს შესთავაზებს მას, ვიდრე სხვა ალტერნატივები. უმაღლესი კატეგორიის სასტუმროები ითავსებენ როგორც სარელაქსაციო, ისე საქმიან და სამუშაო ფუნქციებს. ასე რომ, მაგალითად, თუ სპა ცენტრსა და აუზთან ერთად, სამუშაო სივრცესა და საკონფერენციო დარბაზსაც შესთავაზებთ პოტენციურ მომხმარებელს, ასე მეტ სეგმენტს მიწვდებით და დააინტერესებთ.
სტუმრის გარდა, სერვისი მფლობელზეც მაქსიმალურად მორგებული უნდა იყოს. თანამედროვე კომპლექსებში, შემოთავაზებული სერვისის შესაბამისად, უკვე შესაძლებელია ისე მართოთ თქვენი ქონება, რომ რაც შეიძლება ნაკლები დრო და რესურსი დახარჯოთ. მეტიც, შეგიძლიათ ტურისტების მოძიებაც კი სხვას გადააბაროთ.
გარანტირებული მოგება
რაც არ უნდა შთამბეჭდავი იყოს არქიტექტურა ან ხელმისაწვდომი ფასი, საბოლოო ჯამში, ინვესტიციის ავკარგიანობის მთავარი საზომი მაინც მისგან მიღებული მოგებაა. ის რისკები, რაც თანხის უძრავ ქონებაში დაბანდებას ახლავს თან, მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი. უმჯობესი იქნება, თუ ყველა ამ ფაქტორს გაითვალისწინებთ და საინვესტიციოდ მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს შეარჩევთ.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩამოთვლილი ფაქტორის გათვალისწინება ერთი შეხედვით რთულია, ისინი პირდაპირ განაპირობებენ რამდენად მომგებიანი იქნება თქვენი უძრავი ქონება ბათუმში. თანაც, ქალაქი უკვე მოსალოდნელზე უფრო მაღალ სტანდარტებსაც აკმაყოფილებს. მაგალითად, გმირთა ხეივანზე მშენებარე კომპლექსი, Calligraphy Towers სულ მალე ისეთ ბრენდს დაუთმობს სივრცეს, როგორიცაა სასტუმროების ქსელი Hampton by Hilton. ეს უკვე იძლევა ფართის დატვირთულობისა და მშენებლობის ხარისხის გარანტიას, რადგან პრესტიჟული ბრენდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავიანთი სტანდარტებისა და რეგულაციების გარანტირებული შესრულება. Calligraphy Towers-ის ნაწილი იქნება ბათუმის ყველაზე მაღალი ცათამბჯენიც. ბარებით, რესტორნებით, სპა ცენტრითა და ორი აუზით აღჭურვილ სივრცეს ემატება თვალისმომჭრელი ხედები და არც მეტი, არც ნაკლები - კინოთეატრი. კომპლექსს უკვე გამოცდილი კომპანია, Grand Maison აშენებს და მისი პირველი ნაწილი წლის ბოლოს დასრულდება.
აღსანიშავია, რომ იგივე Calligraphy Towers აპარტამენტები მომხმარებლის სურვილის მიხედვით, ბარდება სრული რემონტითაც.
თუ შავი ზღვის სანაპიროზე უძრავი ქონების შეძენა გაქვთ დაგეგმილი, ახლა სამოქმედოდ საუკეთესო დროა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები