კახა კალაძე

5 Apr. 2023, 12:27

ბევრი ადამიანი საუბრობს იმაზე, რომ ქალაქში არის საცობები და წლიდან წლამდე ეს პრობლემა კიდევ უფრო იზრდება და კიდევ უფრო პრობლემური ხდება კერძო ავტომობილებით გადაადგილება. ნუ, თბილისი რაც არის, ყველამ ვიცით, თავისი ქუჩებით და უბნებით, ამ ქალაქს ვერ გაბერავ, შეუძლებელია იმ ქუჩების გაფართოება, სადაც კონკრეტულად პრობლემებია და გარკვეული დისკომფორტია. ამ ქუჩების გადიდებით პრობლემას ვერ მოაგვარებ, ეს კიდევ უფრო დიდ დისკომფორტში შესვლა იქნება.

ერთი დღით ხომ არ ვცხოვრობთ? მომდევნო წლების განმავლობაში ეს იქნება კიდევ უფრო დიდი პრობლემა. ვთქვათ, დღეს ერთი კონკრეტული ქუჩა გააფართოვე და დღეს არსებული ავტომობილების ნაკადი გადაადგილდება კონკრეტულად. ხვალ-ზეგ, როდესაც კიდევ გაიზრდება ავტომობილების რაოდენობა, მერე რას ვშვრებით? მერე რა უნდა გავაკეთოთ, ამაზე თუ უფიქრია ვინმეს? ამიტომ, ის პოლიტიკა, რომელსაც მუნიციპალიტეტი ახორციელებს, ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, კომფორტულობა, ხელმისაწვდომობა, ამას არ აქვს ალტერნატივა, თუმცა თუ არსებობს ადამიანები, ვისაც შეიძლება ჰქონდეთ ისეთი გეგმა, რომ მთლიანად შეიძლება მოიხსნას ეს პრობლემა, დიდი სიამოვნებით მივიღებთ მეც და ჩემი თანამშრომლებიც.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…