თამთა კალანდაძე

5 Apr. 2023, 14:26

მე ვარ თამთა კალანდაძე ლაზარეს დედა, ამას ვამბობ სრული სიამაყით, იმიტომ რომ ჩემი შვილი ჩემს თვალში გმირია, რომელსაც გული შესტკივა თავის სამშობლოზე და გულანთებული, ნათელი ადამიანია. მე ჩემს შვილს რომ ვუყურებ მის თბილ და მოსიყვარულე გულს ვხედავ და არა დახატულ იმიჯს. ის სრულიად გულწრფელი და თავისუფალი ადამიანია, რომელსაც სამართლიანობის გრძნობა მძაფრად აქვს განვითარებული და გამოხატული.

და ამ მის შინაგან გამოძახილს აბა რა შეაჩერებს, ხალხო?! ალბათ ეს იყო მიზეზი მისი ერთპიროვნული, თვალსაჩინო დასჯისა, ასეთი საშინელი, ბინძური კამპანიის აგორებისა. ჩემი აზრით, ეს არის შემაშინებელი თითის დაქნევა იმ ადამიანების მიმართ, ვინც გარეთ არის გამოსული და თავისი სამშობლო თავისთვის უნდა. გამკვირვებია იმათი, ვინც ასე ადვილად და დაუნდობლად ლაპარაკობს იმაზე, რაც თავისი თვალით არ დაუნახავს. ასეთ ადამიანებს წესით ლაზარეს საკნის გვერდით უნდა მიუჩინოთ ადგილი, ცილისწამებისთვისაც არსებობს ღვთის სასჯელი.

მე მინდა თითოეულ იმ პიროვნებას, ვინც ამ მძიმე დღეებში ჩვენს განსაცდელს იზიარებს გულითადი მადლობა გადავუხადო, ერთიასად დაგიბრუნდეთ ყოველი კეთილი სიტყვა და საქმე.

ჩემი შვილი სახლში მინდა, გულგატეხილი კი არა — ძლიერი, უსამართლობაზე გაბრაზებული კი არა — სამართალში დარწმუნებული. მოდით, მივანდოთ ჩვენს ახალგაზრდებს თავიანთი ცხოვრება, რომ თავისუფლად და ლაღად აშენონ თავიანთი მოსაწონი სამშობლო. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას, ვისაც ლაზარეზე გული შეგტკივათ,


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…