ხავიერ კოლომინა

5 Apr. 2023, 15:09

ძირითად კმაყოფილი ვართ თანამშრომლობის ხარისხით და თქვენი შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმით, ამავდროულად, არსებობს შეშფოთება რეფორმების ტემპთან და დონესთან დაკავშირებით, ეს ვთქვით 2022 წლის ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამაზე, სადაც 10-მდე რეკომენდაცია გავეცით, რომელიც თანხვედრაშია ევროკავშირის მიერ გაცემულ 12 რეკომენდაციასთან.

ვფიქრობ, თქვენმა ხელისუფლებამ კარგად იცის, რა უნდა გააკეთოს რეფორმების კუთხით, როგორ და რა უნდა შეასრულონ. ჩვენ ყოველთვის აღვნიშნავთ ამ რეფორმების სხვადასხვა ასპექტს. ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლო რეფორმა, უსაფრთხოების სექტორის რეფორმაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ის, რაც საბოლოო გავლენას ახდენს მთელს პროცესზე — დეპოლარიზაცია. ეს საკითხი გამოვყავით არა მხოლოდ ხელისუფლებასთან, ოპოზიციის ლიდერებთან საუბრისასაც, როცა თბილისში ვიყავი ბოლოს.

მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკურმა ძალამ გაიგოს, რომ საჭიროა გაერთიანდნენ, ერთად იმუშაონ. ისინი ერთიანდებიან, როცა ვსაუბრობთ ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ეს ძალიან კარგია, მაგრამ როცა ამ სწრაფვისთვის რეფორმებია გასატარებელი, მაშინ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ერთობა აღარაა. ვფიქრობ, ეს არის საერთო პასუხისმგებლობა. მთავრობამაც და ოპოზიციამაც მეტი უნდა გააკეთოს, ეს ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი იქნება ყველა რეფორმისთვის.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…