ლევან ხაბეიშვილი

5 Apr. 2023, 22:00

წარმატებით, რეფორმებით შეპყრობილი საქართველო რუსმა ოლიგარქმა გააცნო, როგორც კლანური მმართველობის სასამართლო სისტემით. სამარცხვინო, ანტიდასავლური რიტორიკით, სამარცხვინო რეპრესიებით, პუტინისტონბით — აი, ასე გააცნო რუსმა ოლიგარქმა ჩვენი ქვეყანა მთელს მსოფლიოს. ამასობაში, ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილება არის ისტორიული და უპრეცედენტო , მოგეხსენებათ, ოთხი მოსამართლე დასანქცირდა და მათი ოჯახის წევრებიც, რაზეც ოფიციალური განცხადებაც გაკეთდა.

ეს არის ნათელი დადასტურება, რომ საქართველოში არის კლანური, კორუფციული სასამართლო და ყველა პოლიტიკური პატიმარი, რომელიც დღეს სასჯელს იხდის ამ კორუფციული, პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლოს მიერ მისჯილი გადაწყვეტილებებით, სასწრაფოდ უნდა იყვნენ გათავისუფლებულები. შეგახსენებთ, რომ წლების განმავლობაში ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით, პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება, რომ სანქცირება მოუწევდათ უკვე კონკრეტულ თანამდებობის პირებს და აქ საუბარია მურუსიძეზე, ჩინჩალაძეზე, შენგელიაზე, ცერცვაძეზე ანუ ეს პროცესი უკვე დაიწყო და ეს არის პოლიტიკური გზავნილი დანარჩენებისთვის, იმ ხალხისთვის, ვინც საქართველოს სახელმწიფოს ანადგურებს.

[...] ეს ნაბიჯი ჩვენი პარტნიორებისგან არის ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერა. მხარდაჭერა იმ გზის, რომელსაც ჩვენ ახლა გავდივართ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ და ვიბრძვით თავისუფლებისთვის, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის და ეს კონკრეტული გზავნილი არის ქართველი ხალხის მონაპოვარი, ქართველი ახალგაზრდების მონაპოვარი, რომლებმაც 7-8-9 მარტს დაიცვეს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სახელმწიფოებრიობა და ეს არის თქვენი მხარდაჭერა. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…