ირაკლი კობახიძე

6 Apr. 2023, 00:02

შეხვედრა მქონდა სალომე ზურაბიშვილთან ომის დაწყებიდან რამდენიმე დღის თავზე, იქნებოდა 27-28 თებერვალი. 24-ში დაიწყო ომი, შარშანდელ პერიოდზე მაქვს საუბარი. შალვა პაპუაშვილთან მქონდა შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან და ასეთი სიტყვებით დაიწყო შეხვდა — რა გინდათო. გავიკვირვე მე, ჩვენ რა უნდა გვინდოდეს-მეთქი, თქვენ გვთხოვეთ შეხვედრა, ასეთი პასუხი დავუბრუნე. თქვენ გვითხარით, რა გინდათ-მეთქი, ასე ვუპასუხე. აგერ ზელენსკი გმირია და თქვენ იყავით მასეო, თან მაშინ უმძიმესი სიტუაცია იყო უკვე უკრაინაში, რამდენიმე მხრიდან უტევდნენ უკრაინას. კიევში იყვნენ შესული [...] სახტად დავრჩი. ანუ, ასეთ რაღაცას მეუბნება, რომ თქვენ იყავით მასეო, აგერ ზელენსკი გმირიაო. მე ჩემს პასუხს არ ვიტყვი, რა ვუპასუხე. ალბათ, სამომავლოდ მექნება ამის საშუალება, მაგრამ დღეს არ ღირს ამაზე საუბარი.

ეს მართლა მასე იქნებოდა, ჩვენ რომ შეგვესრულებინა ვიღაცების მოთხოვნა, რასაც გვთხოვდნენ და საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი, რაღაც კუთხით, ეს შეიძლება ყოფილიყო მომხიბვლელი ვიღაც პოლიტიკოსისთვის, წითელი ხალიჩები, გმირად გამოცხადება მსოფლიო მასშტაბით, CNN, BBC, ყველა შენ გიძღვნის სტატიებს, ფოტოსესიები კინოჟურნალებში და ა.შ. [...] ეს ცდუნება არსებობს ადამიანებში, ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ეს ცდუნება, რომ მსოფლიო მასშტაბით მე გამოვცხადდები გმირად. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…