10 აბრევიატურა და ტერმინი, რომელიც გამოგადგება, თუ მოგზაურობას გეგმავ
ფოტო: Content Pixie / Pexels
კომფორტულად მოთავსდი შენს ჭკვიან გაჯეტთან, გვერდზე ცხელი ყავაც დაიგულე, რომ კოფეინი მაქსიმალურ სიფხიზლესა და საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმაროს... ბარათი, ჰო, საბანკო ბარათიც აუცილებელია, რომ თანხა გადარიცხო და სასტუმროს ჯავშანზე გული მშვიდად გქონდეს, მაგრამ?
სქროლავ, გვერდიდან-გვერდზე და აღწერიდან-აღწერაზე გადადიხარ და შემოთავაზებულ ვარიანტებს შორის ათობით უცხო ტერმინსა და აბრევიატურას აწყდები, რომელთა განმარტებაც შეიძლება იცი კიდეც, მაგრამ დარწმუნებული არ ხარ, რომ სწორად გახსოვს.
ამ გზაზე Gulf Aquamarine Hotel შენი გზამკვლევი იქნება:
1. CHECK-IN/CHECK-OUT
ფოტო: Pixabay / Pexels
ნომერში შესვლისა და გამოსვლის დრო, რომელიც სტანდარტულად check-in-ის შემთხვევაში 14:00-15:00, ხოლო check-out-ისას 11:00-12:00 შუალედში მერყეობს. რა თქმა უნდა, სასტუმროსთან წინასწარ დაკავშირების შემთხვევაში, დროის შეცვლა შესაძლებელი შეიძლება იყოს.
2. BB/FULL BOARD/ ALL INCLUSIVE
BB — BED AND BREAKFAST ნომრის მხოლოდ საუზმით შერჩევას გულისხმობს,
HB — ორჯერად, ხოლო FULL BOARD — სამჯერად კვებას მოიაზრებს.
ALL INCLUSIVE — ეს უმეტესად რეზორტის ტიპის სასტუმროებშია ხელმისაწვდომი და სასმლისა თუ საჭმლის ულიმიტო რაოდენობას მოიაზრებს, მათ შორის ალკოჰოლური სასმლის არჩევანსაც.
3. Continental breakfast
ფოტო: Valeria Boltneva / Pexels
საუზმე, რომელიც ყავას, ჩაის, გამომცხვარ ნაწარმსა და ხილს მოიცავს.
4. TWIN — KING — QUEEN BED
ნომრის შერჩევისას საწოლის ტიპებზე მახვილდება ყურადღება. Twin — ორ დამოუკიდებლად მდგომ, ერთ პერსონაზე გათვლილ საწოლს მოიაზრებს, King — ერთ, თუმცა 2 პერსონაზე გათვლილს, რომლის ზომაც სტანდარტულად 193 სმ X 203.5 სმ-ია, Queen-იც ერთიანი საწოლია, თუმცა მას უპირატესობას ბავშვებთან ერთად ძილის შემთხვევაში ანიჭებენ, რადგან ზომა 152.5 სმ X 203.5სმ-ია.
5. EXTRA BED, BABY CRIB
თუ ნომერი მოგწონთ, თუმცა მასში განთავსებისთვის გათვალისწინებული პერსონათა რაოდენობა არ არის მისაღები, შეგიძლიათ სასტუმროს Extra Bed-ის, ანუ დამატებითი საწოლის ჩამატება სთხოვო. იმ შემთხვევაში, თუ ჩვილზეა საუბარი, ალტერნატივა Baby Crib-ია.
6. Best Available Rate (BAR)
დაჯავშნის რიგ ვებგვერდებზე ასეთ აბრევიატურას შეხვდები, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ კონკრეტულ თარიღზე სასტუმროს საუკეთესო ფასი მოქმედებს.
7. Amenities
ფოტო: Karolina Grabowska / Pexels
ნებისმიერი დამატებითი ნივთი ან სერვისი, გარდა საბაზისო ნომრისა და საწოლისა, შეიძლება ამ კატეგორიაში გაერთიანდეს. Amenities, ბუნებრივია, მოიცავს ჰიგიენურ საშუალებებს, რომელიც სააბაზანოში დაგხვდება, ასევე ბოთლით წყალსა თუ ყავას, ასევე კონსიერჟის, ქიმწმენდისა თუ სხვა სერვისებს.
8. კონსიერჟი
ეს ის ადამიანია, რომელიც სასტუმროში შენს კომფორტულ დასვენებაზე კარის ზღურბლიდან იწყებს ზრუნვას, გეხმარება ბარგის ატანასა თუ სხვა საჭიროებების მოგვარებაში.
9. Blackout Dates
ფოტო: Pixabay / Pexels
თუ შენ მიერ მონიშნულ რიცხვებზე ასეთ წარწერას წააწყდით, სამწუხარო ამბავი გვაქვს. სასტუმროში განთავსებაზე ამ პერიოდში განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნაა და ფასდაკლებას არ უნდა ელოდო.
10. Children’s policy
ამ ტერმინით უმეტესად 18 წლამდე პირებზე გათვალისწინებული პოლიტიკა აღინიშნება, რაც კონკრეტულ სივრცეებზე ფასდაკლებას ან რიგი სერვისების მიღების (პირობითად, ალკოჰოლური სასმლის გაყიდვის) შეზღუდვას გულისხმობს.
იმედია, ჩვენი გზამკვლევი გაგიმარტივებს სასურველი სასტუმროს შერჩევას. ბედნიერ დასვენებას გისურვებთ!
რუბრიკის სპონსორია Gulf Aquamarine Hotel, 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსი, რომელიც თბილისის ზღვაზე, აკვაპარკ ჯინო ფერედაისის საკურორტო ზონაში მდებარეობს და მოიცავს აუზს, რესტორანს, ბარებს, საკონფერენციო სივრცეებს და წვეულების დარბაზს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები