დააპურე თათებიანი მეგობარი — როგორ ზრუნავს ვინტილატორი უსახლკარო ცხოველებზე და როგორ შეგიძლია იგივე შენც
ფოტო: ვინტილატორი
"მოდი და ნახე, როგორ ვუბერავთ", — მითხრა შოკო ჩაჩუამ ცოტა ხნის წინ, როცა ჯერ კიდევ ონლაინ ვეცნობოდით ერთმანეთს და მიყვებოდა თავის ვინტაჟურ, ეკომეგობრულ მაღაზიაზე, ვინტილატორზე, რომელიც თბილისის ფერად, თან ძველ და თან ახალ უბანში, ნინოშვილის 10 ნომერში, ფაბრიკასთან დგას. ვინტილატორი არაა მორიგი სავაჭრო ობიექტი, რომელიც სიჭრელით იზიდავს "ძველზმანების" მაძიებლებს, არამედ ესაა ადგილი საკუთარი ღირებულებებით — სივრცე, რომელში შესვლისთანავე ხვდები, რატომ ან როგორ უნდა ცხოვრობდე ბუნებასთან ჰარმონიაში.
ფოტო: ვინტილატორი
"სიყვარული ბრუნვადია და ცირკულარულიო", — ამბობს ცხოველებისა და გარემოს კეთილდღეობაზე მზრუნველი შოკო, ცირკულარული ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ნამდვილი ელჩი და მაღაზიაში მისულს ჭერზე ჩამოკიდებულ მუყაოს ფერად-ფერად მბრუნავ გულებს მაჩვენებს, თან მიხსნის, როგორ ყიდიან ამ სიმბოლურ ნივთებს და როგორ იყენებენ შემოწირულებას ცხოველების საკვებისთვის. იქვე კრუტუნებენ და იზმორებიან ფისოები, სახელად რთველი და პუკი, რომლებიც თავს მშვენივრად გრძნობენ უცხო ადამიანების გარემოცვაშიც კი. ეტყობათ, რომ დიდი ხანია, მათზე ზრუნავენ, უყვართ და ეფერებიან.
ფოტო: ვინტილატორი
აი იმ ცხოველებისთვის კი, ვისაც მზრუნველობა ნამდვილად აკლია, ვინტილატორს ახალი პროდუქტი აქვს — პრაქტიკული, ფერადი სტაციონარი, რომლითაც უსახლკარო თათებიან მეგობრებს დააპურებთ. სტაციონარი მილის მსგავსია, მომრგვალებული ძირით და თავსახურით, მყარად ემაგრება ბოძს ან კედელს და ცხოველებს საშუალებას აძლევს, სულ ცმაცუნ-ცმაცუნით მიირთვან სურნელოვანი მშრალი საკვები ან ქუჩაში ყოფნით დაქანცულები, წყალს დაეწაფონ.
ფოტო: ვინტილატორი
4 აპრილი, უსახლკაროდ დარჩენილი ცხოველების საერთაშორისო დღე, სწორედ ამ ამბავზე ნათლის მოფენას დაეთმო — ვინტილატორმა, თავის მოძმე CATMooD-თან ერთად, უსახლკარო ცხოველების საკვები სტაციონარების გამოფენა-გაყიდვა გადაწყვიტა.
"უსაყვარლეს და ფერად სტაციონარებს დაგიმზადებთ და ფასნამატების გარეშე ჩაგახუტებთ, იეფში და კაი საქმისთვის! არ აქვს მნიშვნელობა, პატარა ბიზნესი ხარ თუ დიდი, დედამიწელი თუ მარსიანელი, ერთი სტაციონარის საკვებით მუდმივად შევსება შენც შეგიძლია! თან დანადგარები ლამაზია, შეიფერება სურვილისამებრ და დასაყენებლადაც ძალიან იოლია", — ვკითხულობთ ღონისძიების მოსაწვევში.
გამოფენა-გაყიდვაზე, სადაც გარემოსა და ცხოველებზე ზრუნვის სურვილით თავმოყრილ ბევრ უცნობსა თუ ნაცნობს შევხვდი, CATmooD-ის საწოლები იყო წარმოდგენილი, კომფორტული ფერადი საფარითა და სამგზავრო თუ სახლური ვერსიებით, რომელსაც, ალბათ, ვერცერთი ცუგა ან ფისო დაიწუნებდა დედამიწის ზურგზე.
ფოტო: CATMood
სტაციონარი კი, რომელზეც ზემოთ გიამბობდით, კვლავ ხელმისაწვდომია ვინტილატორში ყველა დაინტერესებულისთვის — მათთვის, ვისაც სურს, ოფისის თუ სახლის მახლობლად, ქუჩაში მცხოვრებ ცხოველებს უსაფრთხოდ მიაწოდოს საკვები და წყალი და სულ ცოტათი მაინც შეუმსუბუქოს ცხოვრება ღია ცის ქვეშ. ინიციატივას უკვე შეუერთდა არაერთი ბიზნესი და არტისტი, რომელთა სია მალე გამოქვეყნდება.
ფოტო: ვინტილატორი
ფოტო: ვინტილატორი
ხოლო ვინტილატორი, რომელიც 2018 წლიდან ვინტაჟური ნივთების შექმნასა და გავრცელების პარალელურად, გარემოსდაცვით აქტივისტურ საქმიანობასაც ითავსებს, მომავალშიც "შეუბერავს" სხვადასხვაგვარ ინიციატივას ყველაზე დაუცველებისთვის, ცხოველებისთვის, რომლებსაც ასე სჭირდებათ ზრუნვა და სიყვარული.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი

კომენტარები