მეტროსადგურ ისნის მიმდებარედ ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისი მერია ავრცელებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: მათი განცხადებით, ქეთევან დედოფლის გამზირზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, რომელიც მიზნად ისახავს უსაფრთხოების კუნძულების მოწყობას, მეტროსადგურ ისნის მიმდებარედ ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
- შეზღუდვა 7 აპრილის 22:00-დან 10 აპრილის 06:00 საათამდე გაგრძელდება.
- სამუშაოების პერიოდში ნავთლუღის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირისკენ მძღოლები იმოძრავებენ მხოლოდ მარჯვნივ მოხვევით.
- ავლაბრის მოედნიდან მეტროსადგურ ისნის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი კი ქეთევან დედოფლის გამზირიდან გადაადგილებას შეძლებს მხოლოდ მარჯვნივ მოხვევით, ნავთლუღის ქუჩის მიმართულებით.
დეტალები: ამბობენ, რომ მეტროსადგურ ისნიდან ავლაბრის მოედნისკენ მიმავალი მძღოლები ქეთევან დედოფლის გამზირზე იმოძრავებენ მხოლოდ პირდაპირ, ან გამოიყენებენ ალტერნატიულ მარშრუტს — ქეთევან დედოფლის გამზირიდან მარჯვნივ მოხვევით გადაადგილდებიან ვაჟა ჩაჩავასა და აწყურის ქუჩების გავლით.
- შემდეგ კი, კახეთის I შესახვევიდან მარცხნივ მოხვევით, დაუკავშირდებიან ნავთლუღის ქუჩას.
- მერიის განმარტებით, მოსკოვის გამზირიდან ავლაბრის მოედნის მიმართულებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქეთევან დედოფლის გამზირიდან გადაინაცვლებს ვაჟა ჩაჩავას ქუჩაზე.
- შემდეგ კი აწყურისა და ოდისეი დიმიტრიადის ქუჩების გავლით, კვლავ დაუკავშირდება ქეთევან დედოფლის გამზირს და შემდეგ, გზას დადგენილი მარშრუტის შესაბამისად გააგრძელებს.
- ავლაბრის მოედნიდან მეტროსადგურ ისნის მიმართულებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს ლეხ კაჩინსკის ქუჩის გავლით, შემდეგ მარჯვნივ მოხვევით, გადაინაცვლებს აწყურის ქუჩაზე.
- გაივლის ვაჟა ჩაჩავას ქუჩას, გადაჭრის ქეთევან დედოფლის გამზირის ნაწილს და მარცხნივ მოხვევით, გზას დადგენილი მარშრუტით გააგრძელებს ქეთევან დედოფლის გამზირზე.
- "ის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც მეტროსადგურ ისნის მიმდებარე ტერიტორიიდან მოძრაობს დიდი და პატარა ლილოს, ნავთლუღი 2-ისა და აფრიკის დასახლებებისა, ასევე, სოფელ წინუბნისკენ, მეტროსადგურ ისანთან არსებულ გზაჯვარედინზე მარცხნივ მოხვევით", — ნათქვამია განცხადებაში.
- მათივე განცხადებით, შეზღუდვის პერიოდში, N371 ავტობუსი კახეთის გზატკეცილიდან აწყურის ქუჩის გამოყენებით იმოძრავებს, შემდეგ, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის გავლით, დაუკავშირდება ნავთლუღის ქუჩას და მოძრაობას უკვე დადგენილი სქემით შეძლებს.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები