კახა კალაძე

7 Apr. 2023, 14:21

მე ეჭვი მეპარება, არ მეპარება, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. როდესაც, უცხო ქვეყანა ასანქცირებს შენი ქვეყნის მოსამართლეებს, რაღაცაზე დაფუძნებული ხომ უნდა იყოს, კაცო. მე თქვენ რომ გითხარათ, რაღაცა, დაგაბრალოთ ქურდობა, ხომ უნდა მქონდეს მტკიცებულება, რომ თქვენ რაღაც მოიპარეთ. ძალიან მარტივია. 

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ წარმოდგენილი იქნება რაღაც, თუ რაზე იქნა აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული, თუ რა იყო ამ ყველაფრის საბაბი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს აღქმული იქნება სუვერენულ სახელმწიფოს სასამართლოზე ზეწოლად. რა თქმა უნდა, ასეთი დამოკიდებულება დააზიანებს იმ ურთიერთობას, რაც არსებობს ჩვენს ქვეყანას და ამერიკას შორის. 

განაცხადა თბილისის მერმა მოსამართლეების სანქცირებაზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ქართველი მოსამართლეები, ე.წ კლანის წევრები, ლევან მურუსიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე დაასანქცირა. სახდეპის განცხადებით, მათ ბოროტად გამოიყენეს თანამდებობა, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…