სინათლის სიჩქარით აღმოჩენებისკენ — გაიცანით საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ინიციატივით შექმნილი STEM სკოლის მოსწავლე ნია ლაზიშვილი
"როცა გავიგე, რომ STEM სკოლაში ჩავირიცხე, ემოციებს ვერ ვმალავდი", — ასე იწყება საუბარი მეშვიდე კლასის მოსწავლე ნია ლაზიშვილთან, რომელიც საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის პროექტის გამორჩეული მონაწილეა.
STEM (მათემატიკის, ინჟინერიის, ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების) მიმართულებით ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის მიერ შექმნილი პროექტი 201 მოსწავლეს აერთიანებს, რომელთაგან რეგიონში მცხოვრებ 60 საუკეთესო შედეგის მქონე ახალგაზრდას ბანკი სკოლაში სწავლას სრულად უფინანსებს.
მათ შორის ერთ-ერთია ნია ლაზიშვილიც, რომელმაც მისაღებ გამოცდაში სტიპენდიატთა შორის უმაღლესი ქულები მიიღო.
"მათემატიკა და მეცნიერება ის მიმართულებებია, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად და მოტივირებულად ვგრძნობ. ამიტომ, STEM სკოლის მისაღები გამოცდისთვის განსაკუთრებული მომზადება არ დამჭირვებია, მხოლოდ ჩემს ცოდნას მივენდე. თუმცა, კითხვების რაოდენობის დროის ფაქტორთან შეფარდება მთავარი გამოწვევა იყო, რომელსაც ვფიქრობ, თავი კარგად გავართვი და მიხარია, რომ ამ შედეგამდე მივედი", — ამბობს ნია.
როგორც გვიყვება, მათემატიკის, მეცნიერების და ინჟინერიის სფეროები ძალიან აინტერესებს. STEM სკოლა კი ეხმარება მას, მიიღოს ის საბაზისო ცოდნა, რომელიც მომავალი პროფესიის შერჩევაში დაეხმარება.
"STEM სკოლაში სწავლა ყოველკვირეულ ზეიმს ჰგავს, ყოველთვის დიდი ინტერესით, მონდომებით, სიხარულით და ენთუზიაზმით ველოდები გაკვეთილების დაწყებას. რადგან მეცადინეობები ძალიან შემეცნებითი და ინტერაქტიულია. სულ ახალ ინფორმაციას ვიღებთ, რომელიც საინტერესოდ და გასაგებად არის ახსნილი", — აღნიშნავს ნია და გვიხსნის, რომ გაკვეთილებზე მასწავლებლები სხვადასხვა ინსტრუმენტს იყენებენ –— პრეზენტაციებს, სიმულაციებს, პრაქტიკულ დავალებებს — რაც გაკვეთილებს კიდევ უფრო მეტად დინამიურს და საჯარო სკოლების სასწავლო პროცესისგან განსხვავებულს ხდის.
STEM სკოლაში სწავლის შემდეგ ინტერესი კომპიუტერული მეცნიერებების მიმართაც გაუჩნდა. სწორედ ამიტომ, ამბობს, რომ ამ ეტაპზე კომპიუტერული პროგრამირება და ინჟინერია ის პროფესიებია, რა მიმართულებითაც სწავლის გაგრძელებას ფიქრობს.
"ვფიქრობ, ჩემს ასაკში მნიშვნელოვანია იმ ფუნდამენტის შექმნა, რასაც ჩემი პროფესია დაეყრდნობა. STEM სკოლაში სწავლა კი დამეხმარება, შევიძინო ის საბაზისო ცოდნა, რომელიც ჩემი მომავალი პროფესიის საფუძველი გახდება და მომცემს შესაძლებლობას, პროგრამის დასრულების შემდეგ დამოუკიდებლად შევძლო განვითარება. ვფიქრობ, STEM მიმართულება XXI საუკუნის ყველა პროფესიისთვის საჭიროა, ამიტომ ყველა ახალგაზრდას ვურჩევ, ყურადღება ამ საგნებისკენ მიმართოს", — ამბობს ნია.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი განათლების მხარდაჭერას აქტიურად და უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შედეგად ბანკმა უკვე 100 000-მდე ახალგაზრდისთვის შექმნა განათლების შესაძლებლობა. საქართველოს ბანკის მისიაა, ხელი შეუწყოს იმ ადამიანთა პოტენციალის რეალიზებას, რომლებიც უკეთეს მომავალს ქმნიან. ბანკი პარტნიორებთან ერთად 35-მდე საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს, რაც ახალგაზრდებს უქმნის შესაძლებლობას, მიიღონ ხარისხიანი განათლება, როგორც საქართველოში, ასევე საზღვრებს გარეთ.
საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი ინიციატივა განხორციელდა, რომელიც მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს მოსწავლეების მხრიდან STEM (მათემატიკის, ინჟინერიის, ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების) მიმართულებით ხარისხიან და სიღრმისეულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას. ამ მიზნით შეიქმნა STEM ბანაკი, რომელშიც მონაწილეობა მეათე და მეთერთმეტე კლასის 70-მა მოსწავლემ მიიღო.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები