ირაკლი კობახიძე

9 Apr. 2023, 00:46

ხვალინდელი აქცია აბსოლუტურად ჩავარდება. ხაბეიშვილის და კეზერაშვილის აქციაზე არ ვიცი, რამდენი კაცი მივა, ამას საზოგადოება ხვალ იხილავს, მაგრამ ეს ყველაფერი თავისთავად წარუმატებლობისთვის არის განწირული. ქუჩის რესურსი არ აქვს ზოგადად რადიკალურ ოპოზიციას, მათ არ აქვთ ხალხის მხარდაჭერა და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, წარმატებული ვერ იქნება მათი აქცია.

9 აპრილი არის ერთი მხრივ, ტრაგიკული დღე და გმირობის დღე, მეორე, ეს არის დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადების დღე. როდესაც შენ, თან ნაცმოძრაობას გინდა, რაღაც ფორმით მიიწერო ეს დღე, ეს თავისთავად მეტყველებს დამოკიდებულებაზე ჩვენი ქვეყნის წარსულის მიმართ, დამოუკიდებლობის მნიშვნელობის მიმართ და ა.შ. ნუ, ხაბეიშვილს რა უნდა მოსთხოვო, ან კეზერაშვილს და მერაბიშვილს?! სამი ყველაზე უინტელექტო ლიდერი ვინც ჰყავდათ, მაინცდამაინც ისინი არიან წინა პლანზე, რაც სხვათა შორის, ლოგიკური დამთხვევაა. იმდენად დეგრადირებულია ნაცმოძრაობა, როგორც პოლიტიკური გაერთიანება, რომ აბსოლუტურად ლოგიკურია, ყველაზე უინტელექტო ადამიანები რომ მოექცნენ მის სათავეში. ეს აბსოლუტურად ლოგიკურია.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…