"თავს ხორცის ნაჭრად ვგრძნობდი" — ემილი რატაკოვსკი ჰოლივუდის დატოვების მიზეზზე
ფოტო: Getty Images
ცნობილი ამერიკელი მოდელი და კინოვარსკვლავი ემილი რატაკოვსკი მსახიობობას თავს ანებებს და ჰოლივუდთან ურთიერთობასაც წყვეტს. The Los Angeles Times-ისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში რატაკოვსკიმ კინოინდუსტრიის დატოვების მიზეზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საეკრანო დებიუტის შემდეგ ცდილობდა, დაემტკიცებინა, რომ "სერიოზული მსახიობია".
"თუმცა, იმის შეგრძნება არ მქონდა, რომ ხელოვანი ვიყავი და ასე ჩემს თავს გამოვხატავდი", — ამბობს უკვე ყოფილი მსახიობი, — "თავს უფრო ხორცის ნაჭრად ვგრძნობდი, რომელსაც ხალხი განიკითხავდა და ამბობდა, მკერდის გარდა რამე თუ აქვსო".
"კაცების თვალით დანახული ამბები აღარ მაინტერესებს, რადგან ისინი ტყუილებია. მე კი სიცრუეს არ ვწყალობ. მსოფლიოც და ჰოლივუდიც წამხდარია".
ინდუსტრიის მიზოგინიურ და სექსისტურ ტენდენციებზე საუბრისას რატაკოვსკიმ ასევე გაიხსენა, რატომ დაითხოვა თავისი აგენტი, მენეჯერი და წარმომადგენელი 2020 წელს.
"მათ არ ვენდობოდი", — ჰყვება მოდელი, — "ვუთხარი, სატელეფონო ზარებსაც თავად ვუპასუხებ და გადაწყვეტილებებსაც დამოუკიდებლად მივიღებ; არცერთ თქვენგანს გულით არ ვადარდებ და ქალები ყველას გძულთ-მეთქი".
რატაკოვსკიმ თავისი პირველი მნიშვნელოვანი როლი 2014 წლის ფილმში Gone Girl შეასრულა.
ფოტო: 20th Century Fox
რატაკოვსკის ჰოლივუდის საზიანო პარადიგმაზე აქამდეც უსაუბრია. გასულ წელს მან მწვავედ გააკრიტიკა ენდრიუ დომინიკის ბიოგრაფიული ფილმი Blonde, რომელიც მერილინ მონროს ცხოვრების შესახებ ჰყვება. ემილიმ აღნიშნა, რომ კინოსურათი მორიგი ფილმია, რომელიც ქალის განცდილი ტკივილის ფეტიშიზაციას ემსახურება.
ემილი რატაკოვსკის გარდა, თანამედროვე კინოინდუსტრიაში არსებულ სექსისტურ დამოკიდებულებებზე სხვა მსახიობ ქალებსაც გაუსვიათ ხაზი. ოსკაროსანმა ჯენიფერ ლოურენსმა შარშან პირდაპირ თქვა, რომ "მნიშვნელობა არ აქვს, როგორ იმუშავებს", რადგან მისი "ვაგინის გამო" ყოველთვის ნაკლებს გადაუხდიან. ჰოლივუდში გენდერული ნიშნით უპირატესობის მინიჭებისა და არათანაბარი ანაზღაურების ტენდენციის საილუსტრაციოდ შეიძლება ითქვას, რომ ფილმში Don't Look Up ლეონარდო დიკაპრიოს გამომუშავებელი ყოველი დოლარის საპირწონედ ლოურენსმა მხოლოდ 83 ცენტი მიიღო.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები