სალომე ზურაბიშვილი

9 Apr. 2023, 18:34

მინდა, გაგიზიაროთ ერთი ჩემი არახალი ინიციატივა, რომელიც ჯერ განხორციელებული არ არის, მაგრამ იმედს არასოდეს ვკარგავ. ამის შესახებ, რამდენიმე წლის წინ უკვე მივწერე თბილისის მერსა და სხვებს, რომ ვაკის პარკში მეორე მსოფლიო ომის მემორიალი გადაკეთდეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ყველა ჩვენი ბრძოლის ერთიან მემორიალად და აქ გაერთიანებული იყოს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ყველა ადამიანი.

თუ ჩვენ ცოცხლად გაერთიანება გვიჭირს, შეიძლება ამ მემორიალში გაერთიანებულნი ვიყოთ და ესეც ძალიან დიდი ნიშანი იქნება და სხვათა შორის, უფრო ღირსეული. ან უცხოელ სტუმრებს, ან ჩვენს მოწაფეებს მივიყვანთ იქ და ავუხსნით რა არის საქართველოს ისტორია და რა იყო ჩვენი ისტორიის ღირსეული ფურცლები.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…