ლევან ხაბეიშვილი

9 Apr. 2023, 20:08

ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, ჩვენთვის ნომერ პირველი მოთხოვნა არის ლაზარეს თავისუფლება.

მეორე მოთხოვნა, რომელსაც, ასევე, სჭირდება თქვენი თანხმობა, თქვენ ნახეთ აშშ-ის ოფიციალური პოზიცია, რომელმაც თქვა და ეს ისედაც ჩვენ, ყველამ კარგად ვიცოდით, უბრალოდ მთელ მსოფლიოში მოგვჭრა თავი რუსულმა ოცნებამ და ახლა უკვე ოფიციალურად ამერიკელები ამბობენ, რომ კორუმპირებული, ქრთამისტი, პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს რომ იღებენ, აი, ასეთი მოსამართლეები ჰყავს საქართველოს და ჩვენ უნდა მოვითხოვოთ დასანქცირებული მოსამართლეების დაუყოვნებლივ გადადგომა. ეს არის მეორე მოთხოვნა.

რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, თქვენ იცით, რომ ევროკავშირის 12 პუნქტში არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, დეპოლარიზაცია, რომელიც, ცხადია, სააკაშვილისა და გვარამიას თავისუფლების გარეშე არ გამოვა. ნიკა, გამაგრდი, ძალიან ახლოს არის შენი თავისუფლება. ყველაფერი იქნება ძალიან მაგრად. [...]

მეოთხე მოთხოვნაც უკავშირდება 12 პუნქტის შესრულებას და გვინდა, გამოვყოთ რამდენიმე პრიორიტეტი: ეს არის დეოლიგარქიზაციის კანონი, ეს არის სასამართლო რეფორმა და ეს არის ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  4. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  5. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…