ნინო ქადაგიძე

10 Apr. 2023, 13:58

ძალიან სამწუხაროა, რომ მაღალმა პოლიტიკურმა ვნებებმა და არის ამის მცდელობა, გადმოინაცვლოს სასამართლოში. სხვანაირად, ჩემთვის წარმოუდგენელია ის უპრეცედენტო და გაუგებარი გადაწყვეტილება, რაც მიღებულ იქნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მხრიდან 3 მოქმედი უვადო მოსამართლის და ერთი ყოფილი მოსამართლის დასანქცირების თაობაზე.

სასამართლო წლების განმავლობაში იდგა არაერთი გამოწვევის წინაშე, არაერთი მწვავე გამოწვევის წინაშე, მაგრამ მე მინდა, ხმამაღლა ვთქვა, რომ არცერთხელ, არცერთ ეტაპზე ისეთი რეალური, ისეთი ნამდვილი და ისეთი ხელშესახები მიღწევა არ ყოფილა, როგორც იყო კორუფციისგან თავისუფალი სასამართლო სისტემა. შესაბამისად, მე ვერ მივიღებ ვერცერთ განცხადებას სასამართლოში კორუფციის არსებობის თაობაზე.

პირადად, ჩემი თხოვნის მიუხედავად, მე არ მომეწონა, არათუ დასაბუთებული მტკიცებულებები, არამედ ვარაუდიც კი და მინიშნებები იმის თაობაზე, თუ რა გახდა ჩემი კოლეგების კორუფციაში დადანაშაულების საფუძველი. ამიტომ, მე მათ ვუცხადებ სრულ თანადგომას. მე, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ვიქნები მათი და თითოეული ჩვენი მოსამართლის ხელშეუხებლობის და თავისუფლების გარანტორი.

ამბობს ნინო ქადაგიძე ღარიბაშვილისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შეხვედრის შემდეგ. მოსამართლეებმა პრემიერმინისტრათ შეხვედრა მას შემდეგ მოითხოვეს, რაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობის გამო ოთხი მოსამართლე დაასანქცირა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…