ნიურნბერგის პროცესის უკანასკნელი პროკურორი 103 წლის ასაკში გარდაიცვალა
ფოტო: Piper Verlag / Picture Alliance
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გამართული ნიურნბერგის პროცესის უკანასკნელი პროკურორი, ბენ ფერენცი, 103 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ფერენცი მხოლოდ 27 წლის იყო, როცა გერმანიის ნაცისტური პარტიის წევრების ბრალმდებელი გახდა ტრიბუნალზე. პროცესზე ნაცისტების 22 ხელმძღვანელს მილიონზე მეტი ებრაელის, რომას და სხვა ჯგუფების დახოცვისთვის ასამართლებდნენ.
"ნანახი და განცდილი საშინელებების ემოციამ იგი არა მხოლოდ ნიურნბერგის სასამართლოზე მიიყვანა, ეს შემართება მას მთელი ცხოვრებაც თან გაჰყვა", — ჰყვება ფერენცის შვილი, დონალდი, რომელიც თავადაც საერთაშორისო სამართლის სპეციალისტია, — "მან მთელი ცხოვრება მიუძღვნა სამართლის ძალით სამყაროს უფრო გაადამიანურებას".
1920 წელს, რუმინეთში დაბადებული ბენჯამინ ფერენცი ადრეულ ასაკშივე მშობლებთან ერთად გაექცა ანტისემიტიზმს აშშ-ში. 23 წლისამ ჰარვარდის სამართლის სკოლა დაამთავრა, რის შემდეგაც ამერიკულ არმიაში ჩაირიცხა და მოკავშირეების არაერთ ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა. ომის დასრულების შემდეგ, ფერენცი იმ გუნდში აღმოჩნდა, რომელსაც ნაცისტების ომის დანაშაულების გამოძიება დაევალათ — როგორც ვიზიტით დანაშაულის ადგილებზე, მათ შორის, საკონცენტრაციო ბანაკებში, ასევე გადარჩენილების მონაყოლით. ამდენად, მომავალმა პროკურორმა საკუთარი თვალით იხილა დანაშაულებრივი რეჟიმის ჩადენილი სისასტიკის შედეგები.
"ეჭვგარეშეა, რომ ნაცისტების სიკვდილის ბანაკებში ომის დანაშაულების შესწავლამ მოუშორებელი ტრავმა მომაყენა", — წერდა ფერენცი მოგვიანებით, — "დეტალებზე საუბარსა და ფიქრს ჯერ ისევ გავურბივარ".
ფერენცი ნიურნბერგის პროცესზე
ნიურნბერგის უკანასკნელი პროკურორის გარდაცვალებას აშშ-ში ჰოლოკოსტის მუზეუმიც გამოეხმაურა. მათი თქმით, მსოფლიომ დაკარგა "ლიდერი გენოციდის მსხვერპლთა სამართლის ძიებაში".
აღსანიშნავია, რომ ფერენცი აქტიურად უჭერდა მხარს საერთაშორისო ინსტიტუციის ჩამოყალიბებას ომის დამნაშავეების გასასამართლებლად. მისი ეს მიზანი 2002 წელს მიიღწა, როცა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო შეიქმნა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები