"ქართულმა ასოციაციამ" OPIC-ის წარმომადგენელი დააჯილდოვა
ფოტო: VOA
გასულ კვირას ვაშინგტონში „ქართულმა ასოციაციის“ ყოველწლიური მიღება გაიმართა. მიღებაზე დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან ერთად დააჯილდოვეს ის ადამიანები, რომლებსაც ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავებაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ. წელს, „საქართველოს გამორჩეულ მეგობრად“ ტრადიციულად არა პოლიტიკოსი, არამედ „საერთაშორისო კერძო საინვესტიციო კორპორაციის“ – „ოპიკის“ ერთ-ერთი დირექტორი, კენეტ ენჯელი დაასახელეს.
„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ამ ჯილდოს მიღება, რადგან ესაა განსაკუთრებული აღიარება იმ საქმისა, რასაც საქართველოში ვაკეთებდი. გამიმართლა, რომ საშუალება მქონდა „ოპიკის“ ბევრ პროექტზე მემუშავა და როდესაც მათ სიას ვუყურებ, ვხედავ და მეამაყება, რომ მათ დიდი წვლილი შეიტანეს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში სხვადასხვა სექტორის მიმართულებით. საქართველოს კვლავ სჭირდება თავისი პოტენციალის განვითარება სავაჭრო და სატრანზიტო მიმართულებით“, - ამბობს საერთაშორისო კერძო საინვესტიციო კორპორაციის წარმომადგენელი
2000 წლიდან მოყოლებული „საერთაშორისო კერძო საინვესტიციო კორპორაციის“ - „ოპიკის“ მხარდაჭერით საქართველოში 50-ზე მეტი პროექტი და 525 $ მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ინვესტიცია განხორციელდა. ეს ინვესტიციები მიმართული იყო ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ასევე ჯანდაცვისა და განათლების კუთხით. გასულ წელს „ოპიკმა“ საქართველოში კიდევ რამდენიმე ახალი მასშტაბური პროექტის დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღო.
მამუკა წერეთელი, ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრი ამბობს, რომ ამჯერად ტრადიცია დაირღვა და არა პოლიტიკოსი არამედ ის ადამიანი გამოარჩიეს, ვისი უშუალო ხელმძღვანელობითაც ქვეყანაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა:
„წინა ასეთი ჯილდოების მიმღებები იყვნენ სენატორები, კონგრესმენები, წელს გადავწყვიტეთ ეს ჯილდო გადაგვეცა ადამიანისთვის, რომელიც თავისი ყოველდღიური საქმიანობით ძალიან ბევრ რამეს აკეთებს საქართველოსთვის. ასეთი ადამიანია კენეტ ანჯელი, რომელიც არის საზღვარგარეთ ამერიკული ინვესტიციების მხარდაჭერის სააგენტოს ერთ-ერთი დიდი დეპარტამენტის ხელმძღვანელი და რომლის მეშვეობითაც საქართველოში ასობით მილიონი დოლარის ინვესტიციებია შემოსული", - ამბობს წერეთელი.
საქართველოს ელჩი ამერიკაში ფიქრობს, რომ ასოციაციის გადაწყვეტილება ოპიკ-ის წარმომადგენლის დაჯილდოების შესახებ სრულად შეესაბამება ამერიკა-საქართველოს ბოლო დროინდელ ურთიერთობებში გამოკვეთილ ტენდენციას - აქცენტს ეკონომიკაზე:
„უკვე წლებია, რაც ასოციაცია ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, რომ წაახალისოს და ხელი შეუწყოს ამერიკა-საქართველოს შორის ორმხრივ ურთიერთობებს. ეს სხვადასხვა სფეროს შეეხებოდა, განსაკუთრებით პოლიტიკას, მაგრამ წელს ჩვენ ვნახეთ ეკონომიკური და ვაჭრობის კუთხით აქტივობების დაფასება. რომელიც ოპიკის წარმომადგენელს ხვდა წილად, რადგანაც ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენ ორმხრივ დღის წესრიგში გვაქვს ფურცელი, რომლის თანახმადაც კიდევ უფრო მეტი ყურადღება ვაჭრობას და ეკონომიკას უნდა დაეთმოს.“
ასოციაციამ წელსაც კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა ვაშინგტონში არსებული „ქართული მემკვიდრეობის აკადემიის“ მიმართ. ქართულ საკვირაო სკოლას წელს 4 ათასი დოლარის ოდენობის გრანტი გადაეცა.
„მე უზომოდ მადლიერი ვარ „ქართული ასოციაციის“ და მამუკა წერეთლის იმისთვის, რომ გრძელდება ჩვენი მხარდაჭერა. აქ ქართული დიასპორა ძალიან ახალგაზრდა და ძალიან პატარაა, ამიტომ თემის წევრების მხარდაჭერის გარეშე ჩვენი სკოლის მსგავსი პროექტების განხორციელება შეუძლებელი თუ არა, ძალიან რთულია. ვაპირებთ შევქმნათ საკუთარი კურიკულუმი და ეს სასწავლო პროგრამა არა მხოლოდ ჩვენ გამოვიყენოთ, არამედ სხვა ამგვარ სკოლებსაც გავუზიაროთ“, - ამბობს თამარ კალანდია.
„ქართული ასოციაცია ამერიკაში“ უძველესი ორგანიზაციაა, რომელიც 1932 წელს ქართველი იმიგრანტების პირველი თაობის წარმომადგენლებმა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავების ინიციატივით დააარსეს. გარდა ტრადიციული აქტივობებისა, ვაშინგტონში შეკრებულებს ასოციაცია მომავალი წლისთვის გამორჩეულ ღონისძიებებს დაჰპირდა, რადგან 2018 წელს საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის ასი წლის იუბილე აღინიშნება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები