ანევრიზმა — გამომწვევი მიზეზები და მისი პრევენცია
ანევრიზმა ერთ-ერთ ყველაზე საშიშ დაავადებად მიიჩნევა, რადგან უმეტესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ხშირად მოულოდნელად, გართულებული მდგომარეობით ვლინდება. ის პოპულაციის დაახლოებით 3%-ს უვითარდება, რაც დაავადების სირთულიდან გამომდინარე, სულაც არ ითვლება მცირე რიცხვად. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა უწყობს ხელს მის ჩამოყალიბებას და როგორ ავიცილოთ თავიდან მისი განვითარება.
ანევრიზმაზე თოდუას კლინიკის ნევროლოგი დალი ბერულავა საუბრობს.
რა არის და სად შეიძლება განვითარდეს დაავადება?
ანევრიზმა სისხლძარღვთა სისტემის დაავადებაა, რომელიც ნებისმიერ სისხლძარღვში შეიძლება განვითარდეს. ყველაზე ხშირად ის აორტისა და თავის ტვინის არტერიებში ვლინდება, რომელთაც, მდებარეობის მიხედვით, ვუწოდებთ აორტის ანევრიზმასა და თავის ტვინის ანევრიზმას. დაავადების დროს სუსტდება და თხელდება სისხლძარღვების კედლები და დაზიანებულ უბანზე წარმოიქმნება გამობერილობა, რომელიც შეიძლება გასკდეს.
რა უწყობს ხელს ანევრიზმის განვითარებას?
თანდაყოლილი ანევრიზმა უკიდურესად იშვიათია და ის უმეტესად გარკვეული მაპროვოცირებელი ფაქტორებით დროთა განმავლობაში ყალიბდება.
არაჯანსაღი ცხოვრების წესი ანევრიზმის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია. მაგალითად, თამბაქო, ნარკოტიკი და ალკოჰოლი მნიშვნელოვნად აზიანებს სისხლძარღვების კედელს. დაავადების რისკ-ფაქტორია სქესიც — ის ქალებში უფროა გავრცელებული, რაც მენოპაუზის შემდეგ ჰორმონალური ცვლილებითაა განპირობებული. დაავადების განვითარება მოსალოდნელია გენეტიკური წინასწარგანწყობის შემთხვევაშიც. ასევე, ანევრიზმის წარმოქმნას ხელს უწყობს გარკვეული დაავადებები, როგორებიცაა შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები, აორტის შევიწროება, არტერიოვენური მალფორმაცია თავის ტვინში, თირკმლის პოლიკისტოზი და სხვა. დაავადების მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია მაღალი არტერიული წნევაც. ის შეიძლება განვითარდეს სისხლძარღვის ტრავმული დაზიანების დროსაც.
რა არის დაავადების სიმპტომები?
ანევრიზმის ვერაგობა იმაში მდგომარეობს, რომ ხშირად ის უსიმპტომოა. თუმცა არსებობს ნიშნები, რომლებიც შეიძლება იშვიათად, მაგრამ მაინც გამოვლინდეს. ესენია: ქუთუთოების დაშვება, თვალის გუგის გაფართოება, ნახევარი სახის დაბუჟება და სხვა. ანევრიზმის გასკდომა კი ძლიერი ტკივილით ვლინდება. პაციენტები აღნიშნავენ, რომ ასეთი ტკივილი არასდროს უგრძნიათ. გასკდომის შემთხვევაში, ასევე, აღინიშნება გულისრევა, მხედველობის სიმახვილის გაუარესება ან გაორება, გონების დაკარგვა და ა.შ.
საშიშია თუ არა სიცოცხლისთვის ანევრიზმა?
ანევრიზმის გასკდომა შესაძლოა ლეტალურად ან ინვალიდობით დასრულდეს და, ცხადია, ის სახიფათო დაავადებაა. მისი გასკდომა დაუყოვნებლივ რეაგირებასა და სამედიცინო ჩარევას მოითხოვს. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ანევრიზმის არსებობა არ გულისხმობს, რომ ის აუცილებლად გასკდება. მაგალითად, ერთ-ერთი მასშტაბური კვლევის მიხედვით, რომლის ფარგლებშიც 12 ათასი პაციენტი გამოიკვლიეს, ანევრიზმის გახეთქვის შემთხვევა მხოლოდ 110 მათგანში დაფიქსირდა, ანუ დაახლოებით 1%-ში. მიუხედავად ამისა, დაავადების არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია პაციენტმა ის სპეციალისტთან ერთად მუდმივად აკონტროლოს.
როგორია მისი პრევენციის გზები?
პირველ რიგში, აუცილებელია ცხოვრების ჯანსაღი წესი — თამბაქოსა და ნარკოტიკის მოხმარებისგან, ალკოჰოლის ჭარბად მიღებისგან თავის შეკავება, ჯანსაღი კვება, ადეკვატური ფიზიკური აქტივობა და სხვა. ასევე, მნიშვნელოვანია არტერიული წნევის კონტროლი. ამასთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება მართებთ მათ, ვისაც ანევრიზმის მაპროვოცირებელი დაავადება ან გენეტიკური წინასწარგანწყობა აქვთ.
როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტიკა?
ანევრიზმის დიაგნოსტირება ხდება ინვაზიური და არაინვაზიური მეთოდებით. არაინვაზიურ, ანუ უმტკივნეულო მეთოდს მიეკუთვნება თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ანგიოგრაფიის რეჟიმში და თავის ტვინის სისხლძარღვების კომპიუტერული ანგიოგრაფია. თუმცა თავის ტვინის ანევრიზმის დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტს წარმოადგენს დიგიტალური სუბსტრაქციული ანგიოგრაფია. მიუხედავად მისი ინვაზიურობისა, რასაც შესაძლოა თან ახლდეს გარკვეული რისკის პაციენტის ჯანმრთელობისთვის, დიგიტალური ანგიოგრაფია თავის ტვინისა და ზურგის ტვინის სისხლძარღვოვანი პათოლოგიების გამოვლენის საუკეთესო მეთოდად მიიჩნევა მსოფლიოში. აღნიშნული კვლევის საფუძველზე ვსვამთ სისხლძარღვოვანი პათოლოგიის ზუსტ დიაგნოზს, რის შემდეგაც ვარჩევთ ოპერაციული მკურნალობის ტაქტიკასა და ტიპს.
როგორ ხდება ანევრიზმის მკურნალობა?
თუ ანევრიზმა არ არის გამსკდარი და არის პატარა ზომის, თავს ვიკავებთ ქირურგიული ჩარევისგან, რადგან მანიპულაციებმა შეიძლება კიდევ უფრო დააზიანოს სისხლძარღვები და ანევრიზმის გახეთქვა გამოიწვიოს. ასეთ დროს სპეციალისტი აკვირდება პროცესს და ნიშნავს სპეციალურ მედიკამენტებს დაავადების განვითარების შესაჩერებლად. მკურნალობაში სისხლძარღვთა ქირურგი ერევა მაშინ, როდესაც ანევრიზმა რთულდება ან სკდება. ასეთ შემთხვევაში ოპერაცია აუცილებელია და არ აქვს მნიშვნელობა დაზიანებული კერის ადგილმდებარეობასა თუ მის სიდიდეს.
რამდენადაა შესაძლებელია დაავადების სრულფასოვანი დიაგნოსტირება და მკურნალობა თოდუას კლინიკაში?
თოდუას კლინიკაში სისხლძარღვთა დარღვევების გამოვლენისა და შესწავლის ყველა შესაძლებლობაა. კლინიკაში წარმოდგენილია არაინვაზიური დიაგნოსტიკის ფართო სპექტრი, მათ შორის, მაგნიტურ-რეზონანსული და კომპიუტერული ანგიოგრაფიის უახლესი აპარატები თანამედროვე პროგრამებით, რომლებიც ანევრიზმის დეტალურად შესწავლაში გვეხმარება. მკურნალობას კი გამოცდილი სპეციალისტები და სისხლძარღვთა ქირურგები უძღვებიან, რასაც ზუსტ დიაგნოსტიკასთან ერთად, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ანევრიზმის სწორად მართვისა და გართულებების პრევენციისთვის.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები