5 რჩევა კიდევ უკეთესი ოჯახური დასვენებისთვის ანუ სააღდგომო არდადეგები მოახლოვდა
ფოტო: Gino Holding
სააღდგომო უქმეების მოახლოებასთან ერთად, ოჯახური დასვენების დაგეგმვის დრო დგება. დაგვეთანხმებით, რომ ამ პერიოდში, ყველა დედისთვის აქტუალური კითხვაა — რატომ ხდება ისე, რომ დასვენების ნაცვლად, ყველაზე მეტად ვიღლები? ყველაფერი იწყება შფოთვით, რომელიც მოსამზადებელ პერიოდს ახლავს თან რამე ხომ არ მრჩება?! ან ზედმეტი ხომ არ მიმაქვს?, გაერთობიან? მოეწონებათ? სასტუმროს კვება გასაგებია, მაგრამ კიდევ რომ მოშივდეთ?
და რადგან Gulf Aquamarine Hotel-ის მიმართ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს და დამსვენებლების უკუკავშირს გავეცანით, გადავწყვიტეთ პასუხები იმ 5 პრაქტიკულ რჩევად გარდაგვექმნა, რომლის გათვალისწინებით ოჯახური დასვენება სიამოვნებად იქცევა.
1. შეარჩიეთ ისეთი ლოკაცია, რომ მგზავრობამ არ გადაგღალოთ
ფოტო: Gino Holding
დიახ, გაღიზიანებული ბავშვები, ხანგრძლივი მგზავრობისთვის დამზადებული წასახემსებლები, გზაზე პერიოდული შეჩერება ძალების აღსადგენად მხოლოდ მაშინ ღირს, თუ კონკრეტულ კურორტს ხანგრძლივი დროით უნდა ეწვიოთ. სააღდგომო დასვენება კი, სულ რამდენიმე დღეს გრძელდება, შესაბამისად, ამ შემთხვევაში საოჯახო განტვირთვის მოსაწყობად ქალაქის დატოვება სულაც არ არის საჭირო. შესაძლოა კომფორტული გარემო ცენტრიდან რამდენიმე წუთის მოშორებითაც იპოვოთ და საკურორტო გამოცდილება ასე მიიღოთ.
2. ისარგებლეთ საოჯახო პაკეტით ან ფასდაკლებით
ფოტო: Gino Holding
სასტუმროები ითვალისწინებენ ოჯახის სხვადასხვა ასაკის წევრის საჭიროებებს და პაკეტებს ამის მიხედვით აკომპლექტებენ. შესაბამისად, თუ ნომერსა და აქტივობებს ცალ-ცალკე დაჯავშნით, შესაძლოა მეტის გადახდა მოგიწიოთ. ისარგებლეთ საოჯახო შეთავაზებებით, ეს მნიშვნელოვნად გიმცირებთ ხარჯს და გიზოგავთ ენერგიას, რომელიც თვითორგანიზებისას უნდა დახარჯოთ.
3. შეამცირეთ ბარგის ზომა
ფოტო: Gino Holding
აქ შეიძლებოდა ყოფილიყო სტატისტიკური მონაცემი ბარგის იმ ნაწილის, რომელიც ყოველი შემთხვევისთვის მიგვაქვს დასვენებისას და არასოდეს ვიყენებთ. ჩალაგებისას გამოიყენეთ 5, 4, 3, 2, 1 პრინციპი, რაც გულისხმობს იმას, რომ ერთკვირიანი მოგზაურობისთვის უნდა შემოიფარგლოთ წინდებისა და საცვლების არაუმეტეს ხუთი კომპლექტით, ასევე წაიღოთ: ოთხი ზედა, სამი ქვედაბოლო, ორი წყვილი ფეხსაცმელი და ერთი ქუდი. სია უნდა იყოს მორგებული თქვენს საჭიროებებზე. ჩადეთ საცურაო კოსტიუმი და სავარჯიშო აღჭურვილობა ან ქურთუკი და კაბა თუ თვლით რომ დაგჭირდებათ, თუმცა ჩვეულებრივი უქმეებისას, არ დაგავიწყდეთ 5-4-3-2-1 პრინციპი.
გახსოვდეთ, ბავშვებთან ერთად დასვენება არ გულისხმობს გაუთვალისწინებელი შემთხვევების თავიდან ასარიდებლად ჩაბარგებულ ათობით ნივთს.
4. გადაანაწილეთ აქტივობები დღეების მიხედვით
ფოტო: Gino Holding
დასვენებისას შესაძლოა არაფრის კეთებით დაიღალო. ამიტომ, გაითვალისწინეთ ოჯახის ყველა წევრის ინტერესი და წინასწარ განსაზღვრეთ აქტივობები, რომლითაც შეიძლება თითოეულ დღეს დაკავდეთ. ვის არ უყვარს აკვა პარკში გართობა? ან ცურვისგან დაღლილს გემრიელი კვება როგორ უნდა მოგბეზრდეს? შესაძლოა, სულაც, წიგნის კითხვის საათი ან საყვარელი სერიალის საყურებლად მოკალათებაა კარგი იდეა. მთავარია, დაახლოებით მაინც იცოდეთ, რომელი აქტივობებით დაკავდებით ერთად და ცალ-ცალკე.
5. შეარჩიეთ ნომერი სამზარეულოთი
ფოტო: Gino Holding
თუ უქმეების გატარებას ბავშვებთან ერთად გეგმავთ, მათი სუსნის საჭიროება და მუდმივი მოთხოვნილება უნდა გაითვალისწინოთ, რის დასაკმაყოფილებლადაც ფინანსების, დროისა და ენერგიის დასაზოგად საუკეთესო გამოსავალი აპარტამენტის ტიპის ნომრის შერჩევაა, სადაც აღჭურვილი სამზარეულო დაგხვდებათ და მარტივი საკვების მომზადების საშუალება მოგეცემათ.
დაბოლოს ფსიქოლოგები, ბრიტანელი მეცნიერები, ექიმები, წინაპრები ან ვინც გნებავთ და ვისიც უფრო გჯერათ, გვირჩევენ, რომ საოჯახო დასვენებისგან მიღებული გამოცდილების მოლოდინები რეალისტურად დავსახოთ. თქვენ, ისევე უნდა ისიამოვნოთ უქმეებით, როგორც ოჯახის სხვა წევრებმა. ნუ ინერვიულებთ, შფოთავთ ან განიცდით თუ თქვენი ორგანიზებული დასვენება გეგმის მიხედვით არ წარიმართა, პირიქით, ისიამოვნეთ გაუთვალისწინებელი თავგადასავლით. ბედნიერ დასვენებას გისურვებთ!
რუბრიკის სპონსორია Gulf Aquamarine Hotel, 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსი, რომელიც თბილისის ზღვაზე, აკვაპარკ ჯინო ფერედაისის საკურორტო ზონაში მდებარეობს და მოიცავს აუზს, რესტორანს, ბარებს, საკონფერენციო სივრცეებს და წვეულების დარბაზს.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები