კენიის პარლამენტში საქართველოში ბაობაბების ექსპორტის საქმეზე გამოძიება დაიწყო
ფოტო: Edwin Ndeke/The Guardian
ინფორმაციას კენიის პარლამენტის პრესსამსახური და ადგილობრივი გამოცემები ავრცელებენ.
რატომ არის მნიშვნელოვანი: გასული წლის ნოემბერში კენიის ხელისუფლებამ საქართველოში ბაობაბების ექსპორტი შეაჩერა, რაც კენიის გარემოს დაცვისა და სატყეო მეურნეობის სამინისტრომ ეკოსისტემისთვის ზიანის არიდების მოტივით ახსნა.
- აფრიკული ბაობაბების ალიანსის თავმჯდომარემ "ბიომეკობრეობად" შეაფასა ქართული კომპანიის მცდელობა, ამოეძირკვა 8 გიგანტური ხე და საქართველოში გადაეტანა.
- კენიური მედიის ცნობით კი, ბაობაბების გადმორგვა იგეგმებოდა შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ინიციატივითა და დაფინანსებით გაშენდა.
- გადაწყვეტილებას გარემოს დამცველების მწვავე პროტესტი მოჰყვა — მათი თქმით, ქართველ და უცხოელ კონტრაქტორთა ჯგუფს ლიცენზიები არალეგალურად ჰქონდათ მოპოვებული.
- მიმდინარე წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ კენიამ ბაობაბების ექსპორტი განაახლა.
დეტალები: კენიელი დეპუტატები საქართველოში ბაობაბების ექსპორტის შეთანხმებას შეისწავლიან.
- საგამოძიებო კომიტეტის წევრებმა უნდა დაადგინონ კენიის სატყეო სამსახურის, ტყეების შემსწავლელი ინსტიტუტისა და გარემოს მართვის ეროვნული სააგენტოს როლი ბაობაბების გაყიდვის საქმეში.
- კომიტეტის თავმჯდომარე, ჯეიმს კამურენი ამბობს, რომ დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, ოფიციალური პირები პასუხს აგებენ.
- ასევე, გამოძიებამ პარლამენტს უნდა აცნობოს, რა კანონი უნდა გატარდეს ბაობაბების დასაცავად.
ვინ ყიდულობდა ბაობაბებს საქართველოდან: ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის ინფორმაციით, ადამიანი, რომელიც საქართველოში ბაობაბების ექსპორტის პროცესს ხელმძღვანელობდა, გიორგი გვასალიაა.
- მისმა კომპანიამ ბაობაბის ხეებში 800-დან 2400 დოლარამდე გადაიხადა.
- გამოცემის ცნობით, გვასალიამ ბაობაბის ხეების მოძიება 2019 წლის ბოლოდან დაიწყო და "იდეალური" ბაობაბების საპოვნელად დრონებსაც იყენებდა.
- "ისინი ხეებს ჩემ გარეშეც ხოცავდნენ, რადგან სიმინდის დათესვა სურთ. ვერაფერ ცუდს ვერ ვხედავ, თუ გადავარჩენთ ხეს, რომელსაც ვერ გამოიყენებენ შეშისა და ნახშირისთვის. მე აქ ტრაგედიას ვერ ვხედავ. ტრაგედია ხეების ტყუილად დახოცვაა", — ამბობს გვასალია Guardian-თან საუბარში.
გვასალია გვხვდება კენიის ტელევიზიის ვიდეოსიუჟეტშიც, სადაც ყვება, რომ საქართველოში არის პარკი, სადაც სამი კონტინენტიდან ჩამოტანილი ხეები მათთვის სათანადო კლიმატურ პირობებში შესანიშნავად ხარობენ.
კონტექსტი: შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი 2020 წლის 15 ივლისს გაიხსნა, თუმცა პოპულარობა გაცილებით ადრე, გახსნამდე "მოიპოვა", რადგან ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან გიგანტური ხეები აქ არა მხოლოდ ხმელეთით, არამედ ზღვითაც გადაჰქონდათ.
- მათ შორის ყველაზე ხმაურიანი შავ ზღვაში მოცურავე 40 მეტრის სიმაღლის, ასწლოვანი ტიტას გადარგვა იყო.
- მის გადასატანად ბობოყვათის სანაპიროზე გაკეთდა სპეციალური გზა და მისადგომი, რომლითაც სატვირთომ ხე პლატფორმაზე განათავსა.
- ხეების გადატანას აქტივისტები და ადგილობრივების ნაწილი აპროტესტებდნენ.
- ხშირად გიგანტური ხეების გადატანისას იხერგებოდა გზა, ზიანდებოდა ელექტრო სადენები და იჩეხებოდა სხვა ხეები, თუმცა მათი გადარგვა საგანგებო მდგომარეობის დროსაც არ შეწყვეტილა.
- თავად ბიძინა ივანიშვილი ამტკიცებდა, რომ გადარგვისას გიგანტური ხეები გადაარჩინა, რადგან მათი ნაწილი გადაშენების პირას იყო. მანვე აღიარა, რომ ასიათასობით ხე აქვს გადარგული.
- ქართული ოცნებაში დღემდე ამბობენ, რომ "ივანიშვილს ბუნების სიყვარულს ვერ პატიობენ".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები