უკრაინელი მებრძოლის სიკვდილით დასჯის ვიდეო გავრცელდა — ზელენსკი მსოფლიოს რეაგირებისკენ მოუწოდებს
ფოტო: სქრინი ვიდეოდან
რა მოხდა: 11 აპრილის საღამოს სოციალურ ქსელებში გავრცელდა უკრაინელი ტყვის სასტიკი მკვლელობის ამსახველი ვიდეო.
- კადრებში ჩანს, როგორ ჭრიან, სავარაუდოდ, რუსი სამხედროები უკრაინელ მებრძოლს თავს, შემდეგ კი კამერის წინ დემონსტრაციულად დაატარებენ.
-
ვიდეოში ოკუპანტები ამბობენ, რომ მოჭრილ თავს უკრაინელი სამხედროს მეთაურს გაუგზავნიან.
-
ვიდეოში, რომელშიც დამნაშავე რუსი სამხედროების სახეები ნიღბებითაა დაფარული, ჩანს მწვანე ფოთლები და ბალახი, რაზე დაყრდნობითაც, უკრაინული მედიები ვარაუდობენ, რომ ჩანაწერი გასული წლის ზაფხულშია გადაღებული.
უკრაინის პრეზიდენტი მსოფლიო ლიდერებს სიკვდილით დასჯის ვიდეოზე რეაგირებისკენ მოუწოდებს.
- "არის რაღაც, რასაც მსოფლიოში ვერავინ დააიგნორებს. რა იოლად კლავენ ეს მხეცები. ეს ვიდეო უნდა ნახოს მსოფლიომ. ეს არის რუსეთის სახე", — ამბობს ზელენსკი.
-
"ეს რა არსებები არიან? მათთვის არ არსებობს შვილი, ძმა, ქმარი, ვიღაცის ბავშვი. ეს არის ვიდეო, სადაც რუსეთი ცდილობს, ნორმად აქციოს ჩვევა, გაანადგუროს ცხოვრება.
-
ეს არ არის უბედური ან ეპიზოდური შემთხვევა. ადრეც ასე იყო, ბუჩაშიც ასე იყო. ათასჯერ. ყველამ უნდა უპასუხოს, ყველა ლიდერმა. არ უნდა დაველოდოთ, რომ დრო გავა და ყველას დაავიწყდება".
კადრებს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი, ანდრეი ერმაკიც.
- "ყველაფერზე იქნება პასუხი და პასუხისმგებლობა", — დაწერა მან Telegram-ზე.
კონტექსტი: სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ტყვედ ჩავარდნილი სამხედროების წამებასა და სიკვდილით დასჯაზე ინფორმაცია აქამდეც არაერთხელ გასაჯაროვდა.
- უკრაინა და საერთაშორისო ორგანიზაციები რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების ათასობით საქმეს იძიებენ.
- მარტში სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ოკუპანტებმა უკრაინელი სამხედრო Слава Україні-ს წარმოთქმის გამო ჩაცხრილეს.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები