შალვა პაპუაშვილი

12 Apr. 2023, 15:12

კიდევ ერთხელ მტკიცდება, რასთან გვაქვს საქმე. სამწუხაროდ, ამ ადამიანს, კეზერაშვილს ვგულისხმობ, იფარებს ევროპა და ვხედავთ ჩვენ, იქიდან გეგმავს არეულობას ქვეყანაში. ვხედავთ, თავადვე აღიარებს, რომ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს საქართველოში, მედიებს, არასამთავრობო სექტორს, ანუ პირდაპირ ჩართული არის ადამიანი, რომელმაც ჯერ ჯარს მოჰპარა ფული, შემდეგ ევროპელი პენსიონერები თაღლითური სქემებით გაძარცვა და აი, ეს ადამიანი დღეს პირდაპირ ჩართულია ფინანსებით ქართულ პოლიტიკაში, მედიაში და არასამთავრობო სექტორში, ამაზე ვსაუბრობთ სწორედ ჩვენც.

სამწუხაროა, რომ ხდება იგივე შეცდომის გამეორება, რა შეცდომაც იყო მიხეილ სააკაშვილთან დაშვებული, როდესაც ის შეფარებული იყო ევროპის ქვეყნებში და იქიდან ურევდა აქ სიტუაციას. ახლა სწორედ დავით კეზერაშვილია შეფარებული ევროპულ ქვეყნებს და იქიდან ურევს სიტუაციას საქართველოში.

მე იმედი მაქვს, რომ ამ მხრივ შეხედავენ სერიოზულად ევროპული ქვეყნები ამ საქმეს და დავით კეზერაშვილი გადმოეცემა საქართველოს იმისთვის, რომ მან მოიხადოს სასჯელი იმ დანაშაულისთვის, რომელიც ჩაიდინა.

განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ფორმულას დამფუძნებელი, დავით კეზერაშვილი დაკავშირებულია თაღლითობის, ე.წ. ქოლ-ცენტრების გლობალურ ქსელთან, რომელმაც მილიარდ დოლარზე მეტი მიითვისა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…