ლევან ბეჟაშვილი

12 Apr. 2023, 16:02

ფაქტი არის, რომ ეს ინფორმაციები მხოლოდ მედიაში გაჟღერებულ ინფორმაციებად რჩება და არავითარი სამართლებრივი შედეგები არ მოჰყვება, მათ შორის, არც ევროპელი სამართალდამცავი ორგანოებისგან.

ამიტომ ეჭვი მაქვს და დასაბუთებული ვარაუდი, რომ ეს თემა შემოგდებულია სამთავრობო მედიის მიერ, რომ გადაიფაროს ივანიშვილის ბაობაბების სკანდალი კენიაში, რიკოთზე არსებული კატასტროფული ვითარება, რომელიც ქართული ოცნების პირდაპირი ბრალეული მოქმედებით არის გამოწვეული და კიდევ სხვა უამრავი საკითხი, მათ შორის, სანქცირების და ა.შ.

ამიტომ ჩვენ ვნახავთ, დღეს ეს ინფორმაცია გავა საინფორმაციო სივრცეში და დარჩება სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებულ პროპაგანდად.

აცხადებს ნაციონალური მოძრაობის წევრი, ლევან ბეჟაშვილი. BBC Eye-მ დღეს მასშტაბური ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა, სადაც დავით კეზერაშვილს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს ქოლ-ცენტრების თაღლითურ სქემებთან კავშირში ამხელს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  4. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  5. საქართველოში მიწისძვრა მოხდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რას გულისხმობს "დროებითი სკოლა", რომლის მოწყობასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს?

მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მასშტაბით მოდულური სასკოლო დროებითი ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს.…