"ფერადი ქალაქის" მშენებლობა გრძელდება — აუტიზმის ეროვნული ცენტრის მეოთხე კოტეჯს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია და ლისი დეველოპმენტი ააშენებენ
ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია აუტიზმის ეროვნული ცენტრისთვის დაპირებული კოტეჯის მშენებლობას იწყებს. კომპანია აღნიშნულ პროექტს ლისი დეველოპმენტთან ერთად განახორციელებს. კოტეჯი აუტიზმის ეროვნული ცენტრის — "ფერადი ქალაქის" შემადგენლობაში იქნება, რომელიც მომსახურებას აუტიზმის სპექტრის მქონე საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეებს გაუწევს. "ფერადი ქალაქი" სულ 6 კოტეჯისგან, ერთი სასწავლო კორპუსისა და სოციალური საწარმოებისგან შედგება.
ჰაიდელბერგცემენტის რეალიზაციის და მარკეტინგის დირექტორის, ირაკლი მახარობლიძის თქმით, "ფერადი ქალაქი" 18 წელს ზემოთ ახალგაზრდებს მოემსახურება, რომლებიც სახელმწიფო და კერძო პროგრამების მიღმა რჩებიან. "აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ფონდის" თანადამფუძნებლისგან, თათია მელაშვილისგან შევიტყვეთ, რომ სრულწლოვან ასაკში აუტიზმის სპექტრით დაავადებულები დახმარების პროგრამებით ვეღარ სარგებლობენ. მშობლები პრობლემის მოგვარებას ფონდის დაფუძნებით და საზოგადოების, სახელმწიფოს და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაციების დახმარებით ცდილობენ. მათი ინიციატივით დაიგეგმა "ფერადი ქალაქი-აუტიზმის ეროვნული ცენტრის" მშენებლობაც, რომელიც საკუთარ სერვისებს სწორედ ამ კატეგორიის ბენეფიციარებს შესთავაზებს. ამ პროექტში ჩართვის სურვილი ჩვენმა კომპანიამ ჯერ კიდევ 2022 წლის შემოდგომაზე გამოთქვა. "თბილისიმარათონი 2022"-ის ბენეფიციარიც სწორედ აუტიზმის ეროვნული ცენტრი გახდა.
საქველმოქმედო აქციებიდან მობილიზებული თანხებით კომპლექსის 3 კოტეჯი უკვე აშენდა, რომელთაგან ერთ-ერთის მშენებლობა ლისი დეველოპმენტის თანამონაწილეობით 2021 წელს დასრულდა.
"ჩვენი კომპანისთვის ეს გახლავთ რიგით მეორე თანამშრომლობა აუტიზმის ეროვნულ ცენტრთან. მოხარულები ვართ, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა გამოგვეხატა მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესი ინიციატივისთვის და წვლილი შეგვეტანა 'ფერადი ქალაქის' მშენებლობაში", — განაცხადა ლისი დეველოპმენტის მარკეტინგის დირექტორმა სალომე კელენჯერიძემ.
ამ ეტაპზე მშენებლობა ორივე კომპანიის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად წარიმართება. აღნიშნული პროექტის ღირებულება 100 000 ლარს შეადგენს. თანხების მობილიზება კი ჰაიდელბერგცემენტის მხრიდან "თბილისი მარათონის" რეგისტრაციიდან შემოსული სრული თანხით და ლისი დეველოპმენტის მიერ გაღებული ფინანსური რესურსით იქნება შესაძლებელი.
"ჩვენთვის — მშობლებისთვის, ჩვენი შვილებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ეს ცენტრი, ამიტომ განსაკუთრებით დასაფასებელი და მნიშვნელოვანია, საქართველოში მოღვაწე ასეთი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობების კომპანიების მონაწილეობა, როგორებიც არის ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია და ლისი დეველოპმენტი. სწორედ ასეთი კომპანიების არსებობა გვაძლევს იმედს, რომ ჩვენი ოცნება განხორციელდება და ჩვენს შვილებს, ქვეყანას ექნება აუტიზმის ეროვნული ცენტრი — 'ფერადი ქალაქი', ჩვენი შვილების მომავლის შანსი", — აღნიშნა თათია მელაშვილი.
ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია და ლისი დეველოპმენტი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში არაერთ პროექტს ახორციელებენ: აქტიურად ეწევიან ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას, მაქსიმალურად ცდილობენ ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებში ჩართვას და სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების დახმარებას.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები