კეზერაშვილს BBC-თან კითხვები აქვს
BBC Eye-მ დღეს მასშტაბური ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა, სადაც დავით კეზერაშვილს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს ქოლ-ცენტრების თაღლითურ სქემებთან კავშირში ამხელს. ყოფილი თავდაცვის მინისტრი BBC-ის გამოძიებას ეხმაურება.
დეტალები: კეზერაშვილი წერს, რომ არ აქვს და არც არასდროს ჰქონია კავშირი ე.წ. ქოლ ცენტრების საკითხთან.
- ასევე, ამბობს, რომ მედიასთან ბევრი შეკითხვა აქვს და აპირებს გამოიყენოს სამართლებრივი ბერკეტები.
- "გამოვიყენებ ყველა სამართლებრივ ბერკეტს, რომ ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის პლატფორმაზე გასულ მასალაში ჩემთან დაკავშირებული როგორც ფაქტების უზუსტობა, ასევე მათი არასწორი ინტერპრეტაციის შედეგად მიღებული დაშვებების სიმცდარე დავადასტურო და ამას დიდი დრო არ დასჭირდება";
- "ასევე ყოველთვის გამოვთქვამდი მზადყოფნას და დღესაც მზად ვარ, ე.წ. ქოლ ცენტრების თემაზე ევროპული ქვეყნების საგამოძიებო სტრუქტურებთან თანამშრომლობისთვის, მით უმეტეს, რომ ჩემი, როგორც პოლიტიკურ დევნილობაში მყოფი პირის, საცხოვრებელი ადგილი სწორედ დიდი ბრიტანეთია, რომლის მართლმსაჯულების სისტემის სანდოობაში ეჭვი არავის ეპარება", — წერს ის.
გამოძიების თანახმად, თაღლითობის გლობალურმა ქსელმა მილიარდ დოლარზე მეტი მიითვისა.
- სქემის მიხედვით, ქოლ-ცენტრების თანამშრომლებს წვდომა ჰქონდათ მონაცემთა ბაზაზე, ურეკავდნენ ადამიანებს, ადგენდნენ მათ ფინანსურ მდგომარეობას და სხვადასხვა სარგებელს სთავაზობდნენ. ნდობაში შესვლის შემდეგ კი ამ ადამიანების დანაზოგებს ითვისებდნენ.
დანაზოგის მქონე მარტოხელა ადამიანებთან კი ქოლ-ცენტრის თანამშრომლები "მეგობრობდნენ" კიდეც. - BBC Eye-მ დაადგინა ბიზნესმენების ქსელი, რომლებიც, გამოცემის ვარაუდით, ამ თაღლითურ ქსელს მართავს. მათი მტკიცებით, საქმეში ფიგურირებს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, დავით კეზერაშვილი.
- გამოძიებისას გამოააშკარავეს 152 ბრენდი, მათ შორის Milton Group, რომლებიც, როგორც ჩანს, თაღლითური ქსელის ნაწილია.
- BBC Eye-მ დაიწყო მილტონის ჯგუფის კორპორატიული დოკუმენტების შესწავლით და ჯგუფის კომპანიებს შორის გარკვეული კავშირები გამოავლინა.
BBC-ის ვარაუდით, ამ კომპანიების უკან დგას დავით კეზერაშვილიც, მაგრამ არ არსებობს საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტები, რომლებიც კეზერაშვილს ქსელთან დააკავშირებს — თუმცა, მისი სახელი ფიგურირებს პანამას დოკუმენტებში, როგორც თაღლითურ ქსელთან დაკავშირებული კომპანიის ერთ-ერთი დამაარსებლის ან მეწილის.
- გამოცემის ცნობით, გამოცემას Milton-თან დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა კონფიდენციალურად უთხრა, რომ მათ ჰქონდათ პირდაპირი ურთიერთობა კეზერაშვილთან და იცოდნენ, რომ იგი Milton Group-ში იყო ჩართული.
- მათი დაკვირვებით, კეზერაშვილი ხშირად ავრცელებს თაღლითური სავაჭრო პლატფორმების პოპულარიზაციას სოციალურ მედიის პირად ანგარიშებზე. ხოლო LinkedIn-ზე ბიზნესმენმა თავისი ანგარიში ექსკლუზიური სამუშაო ადგილების პოპულარიზაციისთვის და მილტონთან დაკავშირებული კომპანიების შესახებ პოსტების გასაზიარებლად გამოიყენა.
- კეზერაშვილის საკუთრებაში არსებული რამდენიმე კომპანია იყენებდა კერძო ელფოსტის სერვერს, რომლის სხვა მომხმარებლები მხოლოდ Milton Group-ის კომპანიები იყვნენ.
- მისი სარისკო კაპიტალის ფირმა, Infinity VC, ფლობდა ბრენდინგის და ვებ დომენებს კომპანიებისთვის, უზრუნველყოფდა სავაჭრო პლატფორმის ტექნოლოგიას თაღლითებისთვის.
- BBC-ის ინფორმაციით, კეზერაშვილი ასევე ფლობს კიევის საოფისე შენობას, სადაც განთავსებული იყო როგორც თაღლითური სატელეფონო ცენტრი, ასევე ტექნოლოგიური კომპანიები, რომლებიც პროგრამულ უზრუნველყოფას ხელმძღვანელობდნენ — ოფისები, რომლებიც პოლიციამ ნოემბერში დაარბია. ის ასევე ფლობს თბილისის საოფისე ბლოკს, რომელიც მოიცავდა ტექნოლოგიურ კომპანიასაც.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები