სალომე ზურაბიშვილი

12 Apr. 2023, 18:50

შეძრწუნებული ვარ გავრცელებული სასტიკი ვიდეოკადრებით, რომელზეც ტყვეობაში მყოფი უკრაინელი სამხედროს თავის მოკვეთაა ასახული. ეს არის კიდევ ერთი დანაშაული კაცობრიობის წინაშე და ომის ამ დანაშაულებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი. საქართველო დგას და იდგება უკრაინის გვერდით!

წერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. 11 აპრილის საღამოს სოციალურ ქსელებში გავრცელდა უკრაინელი ტყვის სასტიკი მკვლელობის ამსახველი ვიდეო. კადრებში ჩანს, როგორ ჭრიან, სავარაუდოდ, რუსი სამხედროები უკრაინელ მებრძოლს თავს, შემდეგ კი კამერის წინ დემონსტრაციულად დაატარებენ. უკრაინის პრეზიდენტი მსოფლიო ლიდერებს სიკვდილით დასჯის ვიდეოზე რეაგირებისკენ მოუწოდებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…