თიბისისთან პარტნიორობით, კომპანია ჭარებულამ გორის რაიონში ვაშლის ინტენსიური ბაღები გააშენა
ფოტო: თიბისი
კომპანია ჭარებულამ ვაშლის ინტენსიური ბაღების გაშენება 2020 წელს დაიწყო და თიბისის მხარდაჭერით, ახლა უკვე 12 ჰა ბაღების მფლობელია. კომპანიის დირექტორი, გიორგი აბესაძე, ვაშლის ინტენსიური ბაღების ტრადიციულ ბაღებთან უპირატესობაზე საუბრობს:
"ინტენსიურ ბაღს, ტრადიციულთან შედარებით, რამდენიმე უპირატესობა აქვს: პირველ რიგში, აქ ჰექტარზე ძალიან ბევრი, 3000-ამდე ხე ირგვება. ხეები მსხმოიარობაში მალე შედის და ინვესტიციაც მალე ამოღებადია. ამასთანავე, მარტივად მოსავლელი ხეებია, გამძლე, დაავადებების მიმართ მედეგი, მოსავალსაც მეტს იძლევა და დასაკრეფადაც ადვილია.
ჭარებულა მდინარეა, რომელიც გორის რაიონში, ამჟამად ოკუპირებულ სოფელ ჭარებში იღებს სათავეს და ტყვიავში ჩვენს ბაღებს ჩამოუდის. ამ ლამაზი მდინარის სახელი დავარქვით ჩვენს მეურნეობასაც, რომლის გაშენებაც თიბისის შეღავათიანი აგროკრედიტისა და დანერგე მომავლის მხარდაჭერით, 2019 წელს დავიწყეთ.
პირველი ნერგები 2020 წელს, 4 ჰა მიწაზე ჩავყარეთ. 2021 და 2022 წლებში კიდევ ოთხ-ოთხი ჰექტარი დავამატეთ და დღეისათვის ჯამში ვაშლის 12 ჰა ინტენსიური ბაღი გვაქვს. პირველმა, 2020 წელს ჩაყრილმა ნერგებმა ნიშანი — 60 ტონამდე ვაშლი — უკვე გასულ წელს მოგვცა. ამ ბაღიდან შემოდგომაზე უფრო მეტს ველოდებით. შემდეგი წლის ხეებსაც ექნება ნიშანი და წელს, ალბათ, 150 ტონამდე ავალთ. შემდეგ წლებში კი სხვა ბაღების ნიშანიც წამოგვეწევა. ვაპირებთ, კიდევ 1,5 ჰა მიწის დამატებას. ასე რომ, საბოლოო ჯამში, ჭარებულას ბაღებიდან წლიურად 700-800 ტონა მოსავალს ველოდებით.
პირველი მოსავლის აღებისთანავე დადგა ხილის შესანახი მაცივრის საჭიროება. თიბისის მხარდაჭერით დავიწყეთ მაცივრის დამზადება. კონსტრუქციული ნაწილი თითქმის დასრულებულია და ახალ მოსავალს უკვე იქ შევინახავთ. ამ მაცივრის გარეშე ხილის შენახვა ჭირს, ამიტომ იძულებული ვიყავით, პირველი მოსავალი აღებიდან მალე, შემოდგომითვე გაგვეყიდა, რაც არახელსაყრელია, რადგან შემოდგომაზე ვაშლი ბაზარზე ბევრია და ფასი, შესაბამისად, დაბალი. ახლა შეგვიძლია, მოსავალი 6 თვე მაცივარში შევინახოთ და გაზაფხულზე გავყიდოთ, რაც გაცილებით მეტ მოგებას მოგვცემს.
მოსავალს, 6 ჯიშის ვაშლს, ადგილობრივ ბაზარზე ვყიდით. 4 მუდმივი თანამშრომელი გვყავს, სეზონურად კი — ვაშლის დარგვის, მოსავლის აღების, დახარისხების, ჩაწყობის დროს — მათი რიცხვი 25-ამდე ადის.
მომავალში, თიბისის მხარდაჭერით, ვგეგმავთ კიდევ რამდენიმე ჰექტარი მიწის დამატებას და, შესაბამისად, მაცივრის გაფართოებასაც.
თუ საქმე კარგად წავიდა, ვაპირებთ, ასევე, შესაფუთი, ჩასაწყობი თუ სხვა საჭირო მასალის ადგილზე დამზადებასაც, რომელსაც ახლა სხვაგან ვყიდულობთ.
ჯერჯერობით კი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ საქმემ გაამართლა, რაც, ჩვენს მონდომებასთან ერთად, თიბისის შეღავათიანი აგროკრედიტისა და დანერგე მომავლის დამსახურებაა".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები