თიბისი კაპიტალმა განახლებული მაკრო-სექტორული მიმოხილვა წარადგინა
ფოტო: თიბისი
თიბისი კაპიტალმა განახლებული მაკრო-სექტორული მიმოხილვა წარადგინა, რომლის ფარგლებშიც, 2022 წლის მაკრო-სექტორული შედეგები შეაჯამეს. ასევე, ქვეყნის ეკონომიკის ზრდა, ვალუტის კურსი, სექტორული ტენდენციები და 2023 წლის ეკონომიკური მოლოდინები მიმოიხილეს.
ბოლო პერიოდში სავალუტო შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა. მართალია, რუსეთის წილი მომატებულია, ძირითადად მიგრანტებისა და გზავნილების ხარჯზე, თუმცა აღსანიშნავია, რომ შემოდინებები სხვა ქვეყნებიდანაც იზრდება.
ამასთან, მიგრანტების დიდი ნაწილი შემოსავალს რუსეთის გარდა სხვა ქვეყნებიდანაც იღებს. თიბისის გამოკითხვის შედეგად ირკვევა, რომ კომპანიების 48%, რომლებისთვისაც თიბისი ბანკის მომხმარებელი მიგრანტები მუშაობენ — საერთაშორისოა, 29% ქართული, 22% კი რუსული.
ასევე, გამოკითხული მიგრანტების 35% საქართველოში 2 წელიწადზე მეტ ხანს აპირებს დარჩენას, 33%-ს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, 15% კი 1-2 წლის განმავლობაში განიხილავს საქართველოს რეზიდენტობას.
რაც შეეხება საქართველოში ძირითად მაკროეკონომიკურ მოლოდინებს, რეალური მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი 2023 წელს 5.6%, 2024-ში კი 4.8% იქნება. ინფლაციის მაჩვენებელი 2023-ში 2.6%, 2024-ში კი 3.0% იქნება. თიბისი კაპიტალის გაცვლითი კურსის მოდელის მიხედვით, აშშ დოლარი ლართან მიმართებაში 2023 წელს 2.60, 2024-ში კი — 2.70, ევრო ლართან მიმართებაში 2023 წელს 2.91, 2024 წელს კი — 3.08 არის ნავარაუდები. თიბისი კაპიტალის ლარის პროგნოზის მიხედვით, სავალუტო შემოდინებების ზრდის შენარჩუნების მიუხედავად, ლარის გამყარება საბაზო სცენარი არ არის.
რომ შევაჯამოთ, თიბისი კაპიტალის 2022 წლის დეკემბრის მაკრო-სექტორული მიმოხილვის შემდეგ: ევრო აშშ დოლარის მიმართებით გამყარდა, აშშ დოლარის მთავარი განაკვეთი შემცირდა, მიგრანტების გადინება წელს ნაკლებად სავარაუდოა, ეკონომიკის ზრდა ნორმალიზდება, ინფლაცია დაბალია, ლარი კი "წონასწორულ" ნიშნულს გასცდა.
რაც შეეხება თიბისი კაპიტალის სექტორულ განახლებას, 2023 წელს სამომხმარებლო სექტორის ყველა ქვედარგში (FMCG, გარეთ კვება, ფარმაცია, საწვავი, ტანსაცმელი, სამშენებლო მასალები, ავეჯი, ელექტრონიკა) დანახარჯების ზრდა არის მოსალოდნელი, რაც აღნიშნული პროდუქციის გაზრდილი მოხმარებით, მიგრანტების დასახლებითა და ტურიზმის ძლიერი აღდგენით იქნება გამოწვეული.
2023 წლის პირველ კვარტალში, ყველაზე მეტი დანახარჯი სურსათსა და საყოფაცხოვრებო საქონელზე 21.8 მილიარდი ლარი, შემდეგ კი გარეთ კვებაზე — 4.6 მილიარდი ლარი მოდის. გასულ წლებთან შედარებით, ყველაზე მეტად ხარჯვა სწორედ სურსათისა და საყოფაცხოვრებო საქონლის მიმართულებით გაზიარდა. 2023 წლის მონაცემებით, აღნიშნული მონაცემი 2022 წელს 18.6 მილიარდ ლარს, 2021 წელს კი — 13.6 მილიარდ ლარს შეადგენდა. სამომხმარებლო სექტორში მოსახლეობის დანახარჯების ზრდის ტენდენცია 2023 წელს შენარჩუნდება და 15%-ით გაიზრდება.
მიგრანტების რაოდენობა საქართველოში 2022 წლის მსგავსად, 2023-შიც 115 000-ია, თუმცა მიმდინარე წელს მათი დანახარჯებში წილის 5.8%-მდე — 1.66 მილიონ დოლარამდე მატებაა მოსალოდნელი.
2023 წლის პირველ კვარტალში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები კვლავ მაღალ ნიშნულზეა და მნიშვნელოვნად აღემატება 2019 წლის ხარჯვის მაჩვენებელს. სასტუმროში გადახდები და გარეთ კვება არარეზიდენტებისთვის 2023 წლის პირველ კვარტალშიც უმსხვილეს ხარჯვით კატეგორიად რჩება.
რაც შეეხება ტურიზმის სექტორს, სასტუმროზე გაწეული დანახარჯების უმეტესი ნაწილი მოდის ბიუჯეტურ, 0-3 ვარსკვლავის რეიტინგის მქონე სასტუმროებზე. საქართველოს დიდ სასტუმროებში ფასის ზრდის ტენდენცია 2023 წლის პირველ თვეებშიც გრძელდება და 2023 წელს ფასი დოლარში 2019 წლის დონეს გადააჭარბებს.
2023 წელს საცხოვრებელი უძრავი ქონების ძირითადი მაჩვენებლები ზრდას განაგრძობს. თებერვალში გასაყიდი ფასის წლიურმა ზრდამ 30%, ქირის ფასის ზრდამ კი 125% შეადგინა, რისი ძირითადი ფაქტორებიც მაღალი ამონაგები, კურსის გამყარება, სამშენებლო მასალების ფასების ზრდა და მიგრანტების ქვეყანაში დარჩენაა.
2022 წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ თბილისსა და ბათუმში შეძენილი ბინების წილი გაიზარდა, რაც პანდემიის დასრულებამ, მიგრაციამ და მაღალმა ამონაგებმა განაპირობა. 2023 წლის პირველ კვარტალში თბილისში გაყიდული ბინების 7% რუსეთის მოქალაქეებმა, 9% კი სხვა ქვეყნის მოქალაქეებმა შეიძინეს. ბათუმში გაყიდული ბინების 24% რუსეთის მოქალაქეებმა, 30% კი — სხვა ქვეყნების მოქალაქეებმა.
საქართველოში საცხოვრებელი უძრავი ქონების ქირის ამონაგები ისტორიულ მაქსიმუმზეა. შესაბამისად, ინვესტორებისთვის გაიზარდა მისი მიმზიდველობა დაზოგვის სხვა საშუალებებთან შედარებით. საცხოვრებელი უძრავი ქონების ქირის ფასისა და გაყიდვების რაოდენობის კორექცია ბაზარზე 2023 წლის ბოლოდან დაიწყება. ბინების ქირის ფასი 2024 წლის პირველ კვარტალში, 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 7%-ით დაიკლებს. ბინების გასაყიდი ფასი 2024 წლის პირველ კვარტალში, 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 1%-ით მოიმატებს. ბინების გაყიდვები კი, 2024 წლის პირველ კვარტალში, 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 3%-ით დაიკლებს.
თიბისი კაპიტალის პუბლიკაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები