ტოიოტა ცენტრი თეგეტა ტენეს ეკომეგობართა ჩამონათვალს შეუერთდა
ფოტო: თეგეტა
ტოიოტა ცენტრი თეგეტასა და ტენეს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპანიაში შეგროვებული ნარჩენი ტენეს დახმარებით ახალ ფუნქციას შეიძენს.
თანამშრომლობის ფარგლებში ტოიოტა ცენტრი თეგეტას ოფისსა და სერვისცენტრში მწვანე ურნები განთავსდა, სადაც გამოყენებული პლასტმასა შეგროვდება. ნარჩენი გარემოში აღარ მოხვდება და მის შემდგომ გადამუშავებაზე ტენე იზრუნებს.
მარიამ მელიაშვილი, ტოიოტა ცენტრი თეგეტას გენერალური დირექტორი: "მოხარულები ვართ, რომ ტენესთან დამეგობრებით ჩვენს წვლილს შევიტანთ გარემოს დაცვის პროცესში. ეკოლოგიაზე ზრუნვა ის საერთო ღირებულებაა, რამაც ჩვენი კომპანიები გააერთიანა. ეს ტოიოტასთვის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. იაპონური მწარმოებლის მიზანია, 2050 წლისთვის მის მიერ წარმოებულ ყველა მოდელს ნულოვანი გამონაბოლქვი ჰქონდეს. ცხადია, ტოიოტა ცენტრი თეგეტა სრულად იზიარებს და მიჰყვება ამ დიდი პროექტის კონცეფციას. ვგეგმავთ და ვახორციელებთ სხვადასხვა აქტივობას, რაც ჩვენს მიზნებს, ვიყოთ ეკომეგობრული კომპანია, წარმატებით პასუხობს. მაგალითად, აჯამეთის აღკვეთილში, ჩვენს მომხმარებელთან ერთად, გადაშენების პირას მყოფი მუხის 1000 ნერგი დავრგეთ, ხშირად ვერთვებით დასუფთავების აქციებშიც. იმედი გვაქვს, ახლა ტენესთან თანამშრომლობით გარემოზე ზრუნვას საერთო ძალისხმევით უფრო ეფექტურად შევძლებთ".
ფოტო: თეგეტა
ტენე ქართული USB კაბელების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც წარმოებისთვის მეორადი მოხმარების პლასტმასას, უმეტესად ბოთლის თავსახურებს იყენებს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ, ერთი მხრივ, ნარჩენების შეგროვებით და, მეორე მხრივ, მათგან ახალი პროდუქტის დამზადებით ორმაგად სასარგებლო საქმე კეთდება. ამ პროცესს წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი ორგანიზაცია და კომპანია უერთდება. მათ შორის არის ტოიოტა ცენტრი თეგეტა.
სანდრო ლილუაშვილი, ტენეს დამფუძნებელი: "კომპანიების ჩამონათვალი, რომლებიც ჩვენთან ერთად აქტიურად ერთვებიან პლასტმასის ნარჩენების შეგროვების პროცესში, ინტენსიურად იზრდება. ტენესთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ დიდ კომპანიებთან თანამშრომლობა, როგორიც ტოიოტა ცენტრი თეგეტაა. ჩვენს ახალ პარტნიორს უკვე იცნობენ, როგორც კომპანიას, რომლისთვისაც გარემოზე ზრუნვა არა უბრალოდ განაცხადი, არამედ საქმიანობის ნაწილია. დარწმუნებული ვარ, ტოიოტა ცენტრი თეგეტას გადაწყვეტილება ბევრ სხვა კომპანიას წაახალისებს, რომ მათაც გამოიჩინონ ინიციატივა და დაიწყონ მყარი ნარჩენის დანაწევრება და ჩაბარება".
მწვანე ურნების განთავსება პლასტმასის ნარჩენების შესაგროვებლად ტოიოტა ცენტრი თეგეტასა და ტენეს პარტნიორობის პირველი ეტაპია. კომპანიები თანამშრომლობას სამომავლოდ სხვა ეკომეგობრულ პროექტებთან დაკავშირებითაც გეგმავენ.
ტოიოტა ცენტრი თეგეტა თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანიაა და საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები