ზურაბ გუმბარიძე

18 Apr. 2023, 21:36

ვერცერთი არხი ვერ ახერხებს იმას, რომ საკუთარი შემოსავლებით უზრუნველყოს ხარჯების დაფარვა. მიუხედავად იმისა, რომ წილების გადაცემა მოხდება, დავით კეზერაშვილის ძალიან მტკიცე განზრახვა არის ის, რომ ის ფინანსურად გააგრძელებს არხის დაფინანსებას და ამას, პრინციპში, წილებთან კავშირი არც აქვს.

აქამდეც, ჩვენც გვქონდა ამ ტელეკომპანიაში გარკვეული წილობრივი მონაწილეობა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ფინანსურად ვიყავით დონორები ამ არხის. ცხადია, ეს ასე არ იყო. ერთადერთი დონორი, ამ არხს ვინც ჰყოლია აქამდე, ეს იყო დავით კეზერაშვილი. მისი კონტრიბუცია არის აუცილებელი პირობა, რომ არხმა იარსებოს.

ამის შესახებ ფორმულას დირექტორმა ტელევიზიის ეთერში ისაუბრა. დღეს ცნობილი გახდა, რომ არხის დამფუძნებელი, დავით კეზერაშვილი ფორმულას საკონტროლო პაკეტზე უარს ამბობს. მანამდე კეზერაშვილი BBC-ის ჟურნალისტურმა გამოძიებამ ამხილა თაღლითობის გლობალურ ქსელთან კავშირში, რომელმაც მილიარდ დოლარზე მეტი მიითვისა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…