ირაკლი კობახიძე

18 Apr. 2023, 22:55

ეს ტელევიზია [ფორმულა] თავიდან ბოლომდე ფუნქციონირებს ნაძარცვი ფულით. ეს ფული ეფუძნება სამ ძირითად წყაროს: პირველი, ეს იყო ბიზნესის რეკეტი; მეორე იყო ჯარის ძარცვა და მესამე არის ევროპელი პენსიონერების ძარცვა.

როდესაც ვიღაცები, ე.წ. ლიბერალების ნაწილი დღეს ამბობს, თურმე რა გაიგეს და ა.შ., მე მათ მინდა, შევახსენო ერთი რამ, რომ კეზერაშვილის დანაშაულების შესახებ დიდი ხანია, ცნობილია ქართული საზოგადოებისთვის და ეს არ არის რაიმე ახალი.

როცა BBC-დან იგებ რაღაცას და მხოლოდ ამის შემდეგ იჯერებ ვიღაცის დანაშაულებრიობას, ეს არის გოიმობა, პირდაპირ შემიძლია, ვთქვა. შესაბამისად, ყველამ, ვინც მიაკუთვნებს საკუთარ თავს ამა თუ იმ ტელევიზიას, მარტო ფორმულაზე ხომ არ არის საუბარი, იგივე ეხება სხვა ტელევიზიებსაც, რომელიც არის ნაცმოძრაობის საკუთრებაში ამა თუ იმ ფორმით, უნდა იცოდეს, მათ შორის, მაყურებელმაც რომ ეს ყველაფერი არის ნასაზრდოები სისხლიანი ფულით.

ირაკლი კობახიძის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ფორმულას დამფუძნებელი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი დაკავშირებულია თაღლითობის გლობალურ (ე.წ. ქოლცენტრების) ქსელთან, რომელმაც მილიარდ დოლარზე მეტი მიითვისა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…