ეკოსკოლელების გზავნილები — გარემოსდაცვითი კონკურსის მხარდამჭერი თეგეტა გრინ პლანეტია
ფოტო: თეგეტა მოტორსი
ეკოსკოლელების გზავნილები — კონკურსი, რომლის მიზანი გარემოსდაცვითი ცოდნის ამაღლება და ეკოაქტივიზმის წახალისებაა, სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, მნიშვნელოვან გარემოსდაცვით აქტივობაში ჩაერთონ.
ორგანიზაციის დავიცვათ საქართველოს სისუფთავე ინიციატივით შექმნილი ახალი გარემოსდაცვითი კონკურსის მხარდამჭერი თეგეტა გრინ პლანეტია.
კონკურსი ეკოსკოლელების გზავნილები, მნიშვნელოვანი ეკოლოგიური გამოწვევების შესაბამისად, ოთხ ძირითად სამუშაო თემას აერთიანებს. ესენია დანაგვიანების შემცირება, ბიომრავალფეროვნების დაცვა, ნარჩენების შემცირება და გადამუშავება. მეოთხე სამუშაო თემა თეგეტა გრინ პლანეტის სპეციალური ნომინაციაა, რომელიც სპეციფიკური ნარჩენების, კერძოდ, მეორადი საბურავების, საავტომობილო ზეთებისა და აკუმულატორების გადამუშავების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.
ნათიკა ბერძული, თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: "თეგეტა ჰოლდინგი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაციაა, რომლისთვისაც გარემოს დაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. გასულ წელს სწორედ ამ მიზნით ჰოლდინგს კიდევ ერთი შვილობილი ორგანიზაცია Tegeta Green Planet შეემატა. ვფიქრობთ, ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში კერძო სექტორის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია და გვიხარია, რომ ეკოკონკურსის მხარდაჭერით შესაძლებლობა მოგვეცა, საზოგადოებისთვის სასიკეთო საქმე გავაკეთოთ. კონკურსის მხარდაჭერის მთავარი მიზანია, საზოგადოებას გავაცნოთ ის გამოწვევები, რასაც კონკრეტული ნარჩენები იწვევს და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ საფრთხისგან თავის არიდებაში".
ეკოკონკურსი 7 აპრილს, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო დღეს დაიწყო, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზავნილია საზოგადოებისთვის იმის შესახსენებლად, რომ ეკოლოგიური პრობლემები მჭიდრო კავშირშია თითოეული ადამიანის ჯანმრთელობასთან. კონკურსის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეები ისეთი მანიშნებლების შექმნაში მონაწილეობენ, რომლებიც ჩვენს თანამოქალაქეებს აუცილებელ გარემოსდაცვით ქმედებებზე მიანიშნებს.
ელენე ლოლაძე, ორგანიზაციის დავიცვათ საქართველოს სისუფთავე აღმასრულებელი დირექტორი: "ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი ძირითადი სამუშაო თემა გარემოსდაცვითი საკითხების ირგვლივ ახალი თაობის ცოდნის გაზრდა და ამ კუთხით მათი გააქტიურებაა. სწორედ ამ მიზნით უკვე მესამე წელია, საქართველოში ვნერგავთ ეკოსკოლების მსოფლიო პროგრამას. საერთაშორისო გამოცდილება ნათლად გვაჩვენებს, რომ მიზნის მისაღწევად, გარემოსდაცვითი ცოდნის გადაცემასთან ერთად, მნიშვნელოვანია საინტერესო პროექტებისა და აქტივობების შექმნა, რომლებიც ახალგაზრდებს უბიძგებს, იფიქრონ გარემოსდაცვით საკითხებზე, მეტი ინფორმაცია მოიძიონ და პრობლემების გადაჭრის გზები შემოგვთავაზონ. გვიხარია, რომ ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში სულ უფრო მეტი კერძო კომპანია ერთვება, რადგან ძალების გაერთიანებით შესაძლებელია, უფრო ფართო აუდიტორიას დავანახვოთ გარემოსდაცვითი ქმედებების აუცილებლობა".
კონკურსში ეკოსკოლელების გზავნილები მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ყველა სკოლის მოსწავლეს ინდივიდუალურად. ამისთვის მათ 15 მაისამდე უნდა გაგზავნონ სამუშაო თემებთან დაკავშირებული სლოგანები, რომლებიც მარტივად შეიძლება იქცეს საგზაო მანიშნებლად. საუკეთესო გზავნილების ავტორები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან.
თეგეტა გრინ პლანეტი: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი ორგანიზაცია 2022 წლიდან ფუნქციონირებს. ორგანიზაცია ერთ-ერთი პირველია საქართველოში, რომელმაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაგან ავტორიზაცია მოიპოვა და ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გადამუშავებას/რეციკლირებას, პროდუქტის უტილიაზაციას და მის სასიცოცხლო ციკლის ბოლომდე მიყვანას ახორციელებს. უსარგებლო ნარჩენების რეციკლირების იმ ობიექტებს გადაეცემა, რომელთაც შესაბამისი საქმიანობის ნებართვა აქვთ.
ორგანიზაციის დავიცვათ საქართველოს სისუფთავე ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სკოლის მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცოდნისა და უნარების განვითარებაა. სწორედ ამიტომ 2020 წლიდან ორგანიზაცია გახდა საერთაშორისო გარემოსდაცვითი განათლების ფონდის (FEE) ადგილობრივი წარმომადგენელი, რომელთან თანამშრომლობითაც საქართველოში ინერგება ეკოსკოლების საერთაშორისო პროგრამა. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებთან, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები