Unicef-ის კვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვების 38 პროცენტი მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს განიცდის
ფოტო: BBC Сreative
კვლევა გაეროს ფონდსა და საქსტატს ეკუთვნით.
რატომ არის მნიშვნელოვანი: კვლევის მიზანი საქართველოში მცხოვრები ბავშვების კეთილდღეობის რამდენიმე საკვანძო ასპექტის გაზომვა იყო, რომელთა შორისაა განათლების, ჯანდაცვის სერვისებისა და სოციალური დახმარების ხელმისაწდვომობა.
- ასევე, სასკოლო კვება, უსაფრთხოება სახლში, მატერიალური და სოციალური დანაკლისი, ფუნქციური სირთულეები და შეზღუდულ შესაძლებლობასთან ასოცირებული სტიგმა.
- "ბავშვის მატერიალური და სოციალური დანაკლისის ინდექსი" — საზომი, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში საყოველთაოდაა მიღებული, ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის აუცილებელ 16 საჭიროებას იკვლევს.
- ითვლება, რომ ბავშვს აქვს დანაკლისი, თუ ფინანსური პრობლემების გამო ოჯახი ვერ ახერხებს ბავშვის უზრუნველყოფას 16-დან სულ მცირე, 3 საჭიროებით.
დეტალები: კვლევის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ ბოლო წლებში გაზარდა ფულადი დახმარების ოდენობა, მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონდე ბავშვების თითქმის ნახევარი (47%) არ იღებს დახმარებებს პროგრამიდან.
- როგორც აღნიშნავენ, სავარაუდოდ, ამის მიზეზი ისაა, რომ მათი ოჯახები ბავშვის მიზნობრივი დახმარების პროგრამების კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებენ.
- კვლევის თანახმად, სკოლამდელი ასაკის ბავშვები 28% არ დადის სკოლაში — მათგან 22% მშობლის არჩევანის საფუძველზე, ხოლო 6% ბარიერების გამო.
- ყველაზე გავრცელებულ ბარიერებად ზოგიერთ სოფელში სკოლამდელი დაწესებულებების არარსებობა და ბავშვის მომლოდინეთა სიაში მოთავსებაა დასახელებული.
- ნათქვამია, რომ 2021-22 სასწავლო წელს 6-17 წლის ასაკის ბავშვების 98% ესწრებოდა სკოლაში, უნივერსიტეტში, ან იღებდა პროფესიულ განათლებას, ხოლო 2%-მდე განათლების სისტემის მიღმა იყო დარჩენილი.
გარდა ამისა, ვკითხულობთ, რომ კერძო მასწავლებლების მომსახურებას იყენებს 6-17 წლის ასაკის ბავშვების 19% და ამდენივეს სურს, მაგრამ ვერ ახერხებს.
- ამ მომსახურების მიღების ყველაზე გავრცელებული ბარიერი კი ფინანსების ნაკლებობაა.
- მნიშვნელოვან პრობლემად სახელდება საგანმანათლებლო მასალების ნაკლებობაც. როგორც ირკვევა, ბავშვების 45%-ს არ აქვს ერთი საგანმანათლებლო ნივთიც კი.
- კვლევის თანახმად, საგანმანათლებლო ნივთები, რომლებიც ყველაზე მეტად აკლიათ არის ლეპტოპები/კომპიუტერები, სახატავი მასალები, წიგნები და მუსიკალური ინსტრუმენტები.
- მნიშვნელოვანი გამოწვევაა სასკოლო პერიოდში კვებაც, რადგან, როგორც აღმოჩნდა, ბავშვების 27%-ს ყოველდღიურად იღებს სკოლაში საკვებს, ხოლო 35%-ზე მეტი არასდროს.
- ასევე, ბავშვების 12%-მა ვერ მიიღო საჭირო სამედიცინო მკურნალობა, ხოლო 5-მა საჭიო მედიკამენტები — ორივე შემთხვევაში ძირითადი ბარიერები ფინანსური იყო.
კვლევის თანახმად, ბავშვების 62%-ის მშობლებმა თქვეს, რომ იყენებენ ბავშვების აღზრდის მხოლოდ არაძალადობრივ მეთოდებს.
- ფსიქოლოგიური აგრესია, როგორიცაა ყვირილი და ბავშვისთვის დამამცირებელი სახელების წოდება ფიქსირდება ბავშვების 29%-ის შემთხვევაში, ხოლო 5%-ის შემთხვევაში ადგილი აქვს ფიზიკურ დასჯას.
- ამასთან, დადგინდა, რომ სოფლად მცხოვრებ ბავშვებში 7-ჯერ და მეტად მაღალია ალბათობა, არ მიუწვდებოდეთ ხელი სკოლამდელ განათლებაზე.
- დადგინდა, რომ ბავშვის კეთილდღეობის ყველა ასპექტში გამოვლენილ ყველაზე დიდი უთანასწორებები მატერიალური დანაკლისიდან მომდინარეობს.
კვლევა 2022 წლის ივლის-სექტემბერში ჩატარდა, რომლის მთავარი მიზანიც საქართველოში ბავშვთა კეთილდღეობის მრავალი განზომილების შესახებ მონაცემების შეგროვება იყო.
- გამოიკითხა 1 279 რესპონდენტი, რომლებმაც ინფორმაცია მიაწოდეს საკუთარ ოჯახში მცხოვრები ბავშვების (2 438) შესახებ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები