ვოლოდიმირ ზელენსკი

21 Apr. 2023, 11:51

უკრაინის დაცვა — ეს არის ის, რასაც მიეძღვნა მოლაპარაკებები ნატოს ხელმძღვანელთან იენს სტოლტენბერგთან. ჩვენ ვემზადებით რამშტაინის შეხვედრისთვის და ბატონი სტოლტენბერგის პოზიცია მნიშვნელოვანია. ვემზადებით აქტიური მოქმედებებისთვის ფრონტზე. ისინი გარდაუვალია.

ვერც უკრაინელების, ვერც ევროპელებისა და ვერც მთელი ნატოს სივრცის მცხოვრებთა უმრავლესობა ვერ გაუგებს ალიანსის ლიდერებს, თუ ამ სამიტზე, ვილნიუსში უკრაინის ალიანსში დამსახურებული პოლიტიკური მიწვევა არ გაჟღერდება.

უკრაინამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი განაცხადი დაკმაყოფილებულიყო. ძნელი სათქმელია, ვის აქვს ჩვენს მეომრებზე უფრო დიდი წვლილი შეტანილი ევროპულ და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. უკრაინელი კაცები და ქალები, რომლებიც თავისუფლებას იცავენ თავიანთი სიცოცხლით. მადლობელი ვარ ყველა პარტნიორის, ვინც ამ საქმეში გვეხმარება.

ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ვიდეომიმართვაში ისაუბრა. უკრაინის პრეზიდენტის საპასუხოდ, გერმანიის თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ნატოში გაწევრიანებაზე გადაწყვეტილება არა სოლიდარობის ნიშნად, არამედ ცივი გონებითა უნდა მიიღონ. "კარი ცოტა შეღებულია, თუმცა ახლა არ არის ამ საკითხის გადაწყვეტის დრო", — თქვა მან.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…