საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციამ, თიბისის მხარდაჭერით, კონფერენცია გამართა
ფოტო: თიბისი
საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) ორგანიზებითა და თიბისის მხარდაჭერით, კონფერენცია "საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების დაფინანსების მოზიდვა განახლებადი ენერგიის პროექტებისთვის" ჩატარდა.
კონფერენცია მიზნად ისახავდა განახლებადი ენერგიის დარგის კერძო კომპანიების ინფორმირებას საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის შესახებ, დარგში დაფინანსების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობასა და ფინანსური ინსტიტუტებისთვის საქართველოს ენერგეტიკაში მიმდინარე სიახლეების გაცნობას.
ღონისძიებას ენერგეტიკის დარგში დასაქმებული კერძო და საჯარო სექტორის, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ისეთმა საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა, როგორებიცაა: საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), აზიის განვითარების ბანკი (ADB), ნიდერლანდების განვითარების ბანკი (FMO) და ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB).
"ჩვენი პარტნიორის, თიბისის მხარდაჭერით გამართულ კონფერენციაში ენერგეტიკის დარგში მოღვაწე ყველა ძირითადი მოთამაშისა და წამყვანი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების აქტიური ჩართულობა ამ დარგის მნიშვნელოვნად გააქტიურებაზე მეტყველებს. ეს, რასაკვირველია, ხელშეწყობის ახალი მექანიზმის ამოქმედების, პირველად წელს გამართული სიმძლავრის აუქციონისა და ბაზრის გახსნის მოლოდინის ეფექტია. მივიჩნევთ, რომ ჩვენი ღონისძიება მეტად დროულია, რადგან ახლა ენერგეტიკის დარგში მოღვაწე კერძო ბიზნესისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია კაპიტალის ხელმისაწვდომობა. GREDA, რომელიც განახლებადი ენერგიის დარგში მოღვაწე 40-ზე მეტ კომპანიას წარმოადგენს, მომავალშიც გააგრძელებს ბიზნესის მსგავსი ინიციატივებით მხარდაჭერას", — გიორგი აბრამიშვილი, GREDA-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
"აღსანიშნავია, რომ საქართველოში ენერგორესურსის პოტენციალის მხოლოდ 30%-ია ათვისებული და ქვეყანა აღნიშნული რესურსის იმპორტიორია მაშინ, როდესაც ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, მოხარული ვართ, რომ ისეთ ღონისძიებას ვუჭერთ მხარს, რომელიც დარგში დაფინანსების ხელმისაწვდომობას უწყობს ხელს, კომპანიებს კი საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის შესაძლებლობებს აცნობს. თიბისის მიერ ქვეყნის მასშტაბით ბოლო 10 წელში ჯამში 37 ჰიდროელექტროსადგურია დაფინანსებული — ჯამური დადგმული სიმძლავრით 514 მგვტ, საიდანაც 31 უკვე ოპერირებს, 6 კი მშენებლობის პროცესშია. აღნიშნულ სექტორში თიბისის ჯამური პორტფელი — 800 მლნ ლარამდეა, ბაზრის წილი კი 70%-ს შეადგენს და შედეგად, ბაზრის ლიდერები ვართ. აქვე მინდა აღვნიშნო ენერგიის ალტერნატიული წყაროების ათვისების სულ უფრო მზარდი და მნიშვნელოვანი ტენდენცია. ამ მიმართულებით ჩვენ უკვე ვაფინანსებთ რამდენიმე პროექტს და იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში დარგის განვითარებაში კიდევ უფრო მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ", -—გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
ღონისძიება კომპანიებთან Andritz Hydro და Voith Hydro ოფიციალური პარტნიორობით ჩატარდა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები