დაფუძნების მე-11 წლისთავზეც კობახიძე მადლობას, ტრადიციულად, ისევ ივანიშვილს უხდის
ფოტო: ქართული ოცნება
ქართული ოცნება პარტიის თავმჯდომარის ვრცელ განცხადებას აქვეყნებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: კობახიძე "რამდენიმე ძირითად მიღწევაზე" საუბრობს და აქამდე არაერთხელ გაჟღერებულ ნარატივებით ცდილობს პარტიის ქებას.
- იწყებს "მეორე ფრონტის გახსნის" რიტორიკით და იმეორებს იმას, რომ საქართველოს პირველი ხელისუფლება არიან, რომლებსაც დამოუკიდებლობის აღდენის შემდეგ ქვეყანაში ომი არ ჰქონიათ.
- აპელირებს "უწყვეტ მშვიდობაზე" და ამტკიცებს, რომ "უმძიმესი წნეხის მიუხედავად", ამ მიმართულებით გამოწვევებს ღირსეულად უმკლავდებიან.
ისევ წარსული: ტრადიციულად, არ გამორჩენია წინა ხელისუფლების 9-წლიანი მმართველობის პერიოდის აღნიშნვნა, რომლითაც მუმდივად ცდილობენ, საკუთარ უპირატესობაზე ხაზგასმას.
- ამტკიცებს, რომ მათი ხელისუფლების პერიოდში წარსულს ჩაბარდა პოლიტიკურ კონტროლს დამორჩილებული სასამართლო, წერს, რომ ახლა სასამართლო დამოუკიდებელია, მედიაპლურალიზმი კი უზრუნველყოფილი.
- ეს მაშინ, როდესაც სულ რამდენიმე დღის წინ ე.წ სასამართლო კლანის გავლენიანი წევრები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაასანქცირა, არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაცია კი მიუთითებს, რომ ოპოზიციური მედიების წარმომადგენლების წინააღმდეგ პოლიტიკურ მართლმსაჯულება მიმდინარეობს.
- პარტიის მმართველობას მიაწერს ევროპული ინტეგრაციის გზაზე "ხელშესახებ წინსწვლასაც" და დარწმუნებით ამბობს, რომ წელს ქვეყანა კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს.
კიდევ რით იქებენ თავს: აცხადებს, რომ 2012 წელს საქართველო ეკონომიკური განვითარების სწორ გზას დაადგა, ამის არგუმენტად კი ამბობს, რომ გასული 11 წლის განმავლობაში ქართულ ეკონომიკას ორ გლობალურ და რეგიონულ ეკონომიკურ კრიზისთან მოუწია გამკლავება.
- "ორნიშა ეკონიმიკური ზრდა", "საგარეო ვალის შემცირება", "სიღარიბის დაძლევა", — ეს ტრადიციული მესიჯბოქსებიც მოხვდა მე-11 წლისთავის განცხადებაში.
- ამბობს იმასაც, რომ დღეს საქართველო ისეთი დამოუკიდებელი და სუვერენულია, როგორც არასდროს.
- "ხელისუფლებას ვეღარავინ კარნახობს და აიძულებს ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ იქნება მიმართული", — ისევ იმეორებს სიტყვებს, რომელსაც, ძირითადად, სტრატეგიული პარტნიორების კრიტიკული განცხადებების შემდეგ იყენებენ ხოლმე.
- კვლავ ამტკიცებს, რომ მოქმედებენ "ეროვნული ინტერესების კარნახით" და აპელირებს სამშობლოს, ეკლესიისა და ეროვნული ფასეულობების დაცვაზე.
ტრადიციული მადლობა ივანიშვილს: რა თქმა უნდა, ამით სრულდება კობახიძის განცხადება.
- დამფუძნებელს "დემოკრატიული გარდატეხის შემოქმედს" უწოდებს და წერს, რომ სწორედ მისი ღირებულებების და გუნდისთვის დატოვებული პრინციპების შედეგია მათი "მიღწევები".
- "დარწმუნებული ვარ, ამ ღირებულებებითა და პრინციპებით, ჩვენი პოლიტიკური გუნდი და, მისი მმართველობით, ჩვენი ქვეყანა განაგრძობს შეუქცევად და თანმიმდევრულ წინსვლას დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების გზაზე", — ამბობს ის.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები