როგორ გამოიყურება ლევილის მამული ახლა
ფოტო: კულტურის სამინისტრო
რატომ არის მნიშვნელოვანი: 2016 წლის ივლისს მთავრობის განკარგულება გამოიცა, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ საფრანგეთში შეძენილი ლევილის მამულის გადმოცემის შემდეგ განხორციელებული პროექტების დაფინანსებას ეხებოდა.
- განკარგულებაში გაწერილი იყო სავარაუდო ხარჯები პროექტის ძირითადი კომპონენტებისთვის, რომელთა შორისაცაა ლევილის მამულის შატო;
- ამ დოკუმენტის მიხედვით, სამუშაოები 2017-2026 წლებში უნდა ჩატარებულიყო.
- 2 იანვარს მოქალაქე ვახტანგ ბარამაშვილმა ლევილის მამულის დაზიანებული შენობებისა და განადგურებული ნივთების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
- "ასე გამოიყურება ლევილი დღეს. შენობა ჩამონგრეულია და წყალი ჩადის, სახურავზე ყრია წიგნები და ხელნაწერები. ექვთიმე თაყაიშვილის ღირსეული მემკვიდრეები გამოვდექით", — დაწერა კიდევ ერთმა მომხმარებელმა.
- მოგვიანებით კულტურის სამინისტრომ გავრცელებული კადრები საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობად შეაფასა.
დეტალები: დღეს, 21 აპრილს კულტურის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეა წულუკიანი ლევილის მამულში განხორციელებული 2022-2023 წლის სამუშოების პირველ შედეგებს გაეცნო და ფოტო-ვიდეო მასალაც გამოაქვეყნა.
- განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ის, ასევე, სხვადასხვა ფრანგული თუ საზედამხედველო კომპანიის (Dubocq, Groupement SER Construction, SORGEM, GALLOPIN, AMIANTECH, Criatal Renovation, Normandie Renov Energetique, R.B.S. - Traveaux Bâtiment Service ) წარმომადგენლებსაც შეხვდა.
- როგორც უწყება წერს, ლევილის მამულში გალავნის, გუშაგის სახლისა და პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა, ისტორიული გალავნის კონსერვაცია-რესტავრაცია და ე.წ. გუშაგის სახლის შიდა სარემონტო სამუშაოები კი წარმატებით დასრულდა.
სამინისტრო წერს, რომ რეაბილიტაციის პროცესი გასული წლის 29 ნოემბერს დაიწყეს, ჩაატარეს ბაზრის კვლევა და მთავრობის განკარგულებით, სამუშაოების შესასრულებლად კომპანია შეარჩიეს.
- უწყებაში ამბობენ, რომ სამუშაოები, რომელსაც ფრანგული სააქციო საზოგადოება დიუბოკი ასრულებდა, 1053 მ² ფართობს მოიცავდა და გალავნის კედლისა და კრამით დაფარული გვირგვინის სრულ განახლებას ითვალისწინებდა.
- როგორც ისინი ამბობენ, სამუშაოების ღირებულება 376 694 56 ევროა.
- რაც შეეხება ე.წ. გუშაგის სახლს, ამბობენ, რომ სამუშაოები 2022 წლის ნოემბერში დაიწყო — დასრულებულია შიდა სამუშაოები, ხოლო ფასადის შეკეთება და გადახურვა ამ წლის აგვისტოს ბოლოს უნდა დასრულდეს, მას შემდეგ, რაც ლევილის მერია კრამიტის მოდელს დაამტკიცებს.
- მათი ცნობით, ხელშეკრულების ღირებულება 251 895 74 ევროა.
- რაც შეეხება მამულის შატოს, უწყებაში ამბობენ, რომ მისი აზბესტისგან გაწმენდა და სახურავის სრული რეაბილიტაცია 2023 წელს უნდა დასრულდეს.
დეტალები: სამინისტროში, ასევე, აცხადებენ, რომ 2022 წლის სექტემბერში ლევილის მამულის მწვანე საფარის მოწესრიგება და სანიტარული ჭრა დაიწყეს — სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 12 000 ევროა, რამდენიმე ეტაპად შეასრულეს და 2022 წლის დეკემბერში დაამთავრეს.
- მათივე თქმით, 2023 წლის დასაწყისიდან დღემდე გაისხლა, მოიჭრდა და დამუშავდა მწვანე საფარი, 2022 წელს კი ინვენტარიზაციის პროცესი დაასრულეს.
- დასასრულს წერენ, რომ შატოს სხვენში წლების მანძილზე ჩადიოდა წყალი, რაც აზიანებდა სხვენსა და მთელ შატოს, რეაბილიტაციის დაწყებამდე, 2021 წელსა და 2022 წლის ნოემებრში კი მათი "ძალისხმევით" სახურავი შეკეთდა.
ფოტო: კულტურის სამინისტრო
ფოტო: კულტურის სამინისტრო
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები