ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

21 Apr. 2023, 18:40

ჩვენ კვლავაც ვითხოვთ მტკიცებულებების წარმოდგენას, თუმცა ხედავთ, რომ დღემდე ელჩი არ თვლის ქართველ საზოგადოებას ღირსად, წარმოუდგინოს მას მტკიცებულებები, რომ ეს დაკავშირებულია 4 მოსამართლის დასანქცირებასთან, რაც ჩვენთვის, ბუნებრივია, კატეგორიულად მიუღებელია. ეს არის არასწორი დამოკიდებულება ქართული საზოგადოების მიმართ, საქართველოს ხელისუფლების მიმართ. არ შეიძლება, მტკიცებულებების გარეშე, ქართველი მოსამართლეების დასანქცირება. ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია, აქედან გამომდინარე, კვლავაც პრინციპულად ვითხოვთ მტკიცებულებებს მისი მხრიდან, თუმცა დღემდე არის დუმილი ამასთან დაკავშირებით.

განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ხელისუფლების წარმომადგენლები აშშ-ს მიერ დასანქცირებული მოსამართლეების შესახებ "მტკიცებულებებს" ითხოვენ, ოპოზიცია კი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, რომლის კენჭისყრა ქართულმა ოცნებამ მოსამართლეების სოლიდარობის ნიშნად სამჯერ ჩააგდო. კელი დეგნანმა დღეს განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია საგამოძიებო კომისია, რათა დეპუტატებმა პასუხი მოსთხოვონ ჩინოვნიკებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…